Tuesday, April 24, 2012
Monday, April 23, 2012
Tuesday, December 16, 2008
მთაწმინდა
სამახსოვრო სიგელები გადაეცა პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს
იხილეთ ფოტო მასალა
ლადო გუდიაშვილი. თბილისის პირველი საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ პროექტს "ჩემი საცხოვრებელი ადგილი", მთაწმინდის უბანს.
გუნდი "მთაწმინდა" მთაწმინდის გუნდმა გადაწყვიტა მთაწმინდის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პროექტის გაკეთება მთაწმინდაზე ...იქ (მთაწმინდაზე) ამოდის საქართველოს დიდების მზე და იგი ერთიანად ათბობს დიდსა და პატარას, ადგილობრივსა და უცხოელს”.
ნიკო სუხიტაშვილი
პედაგოგები
ნანა ნოზაძე–ინფორმატიკის პედაგოგი
ეკა კვიციანი – ხელოვნების პედაგოგი
ლიზი ბუცხრიკიძე– ისტორიის პედაგოგი
ქეთი ჩხიკვაძე – გეოგრაფიის პედაგოგი
ცისანა ბურჯანაძე – ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგი
ჩვენი გუნდი:
ელბაქიძე ელენე - მე–6 კლასი, კვარაცხელია ნიკა - მე–6 კლასი, ერაძე ბიძინა - მე–6 კლასი, გრძელიშვილი ირაკლი - მე–8 კლასი, ტაბიძე დათო - მე–8 კლასი, მაღლაკელიძე ზურა - მე–6 კლასი, ბურდულაძე გეგა- მე-6 კლასი, ბლიაძე დათო- მე-7 კლასი, გერსამია გიორგი -მე-7 კლასი, ელისაშვილი მარიამი- მე-7 კლასი, ერიშვილი ეკა- მე-7 კლასი, დემეტრაძე თაყა- მე-6 კლასი, ქორიძე სანდრო- მე-6 კლასი , ბეჟაშვილი ალექსანდრე- მე- 6 კლასი, მესხი ნიკა- მე-7 კლასი, მურუსიძე მარიამი -მე-6 კლასი, ახალბედაშვილი მარიამი- მე-6 კლასი, გუჩუა თინათინი - მე 6, ნიკოლაძე ანა - მე-6 კლასი, გაბრიჭიძე მარიამი - მე-6 კლასი , ბაკურია ანა- მე-6 კლასი, გვიმრაძე ელენე -მე-9 კლასი, გუგუნავა ნინო -მე-9 კლასი. ომანიძე მარიკა-მე-9,
მიქაუტაძე სალომე-მე-9;
წმინდა მთა
ათონის მაღალ მთაზედა
მთაწმინდად სახელდებუსა,
სადაცა უდაბნოებსა
და ტაძრებს წმინდად გებულსა
რიცხვი არა აქვთ, იქ ლავრა
დაუდებელი ფასისა,
ყველაზე პირველი არის
დიდისა ათანასისა”
ასე აგვიწერს აკაკი წერეთელი ,,თორნიკე ერისთავში” იმ ადგილს , სადაც გაემგზავრა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ხელაღებული თორნიკე ერისთავი ბერად აღსაკვეცად და ღმრთის სამსახურად.
ალბათ, ძნელად იპოვება მეორე გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც იმდენჯერ იხსენიებოდეს საქართველოს ისტორიაში, რამდენგზისაც- საბერძნეთის მთაწმინდა. ეს შემთხვევითი არც არის, რამეთუ არავის შეუტანია ქართული კულტურის საგანძურში იმდენი საუნჯე, რამდენიც მთაწმინდელ ქართველ მოღვეწეებს და არც ერთი მთის ისტორია მსოფლიოში არ არის იმდენად
საინტერესო, როგორიც ათონის მთისა.
ათონის მთა, იგივე მთაწმინდა, ბერძნულად აიონ-ოროსი , მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა.
ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში, კარიესში. პროტატს
ხელმძღვანელობს პროტი, მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტრის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი , ვათოპედი . ათონის წმინდა მთაზე 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელია და საცხოვრებელი მოქმედებს.
აიონ-ოროსის, იგივე ათონის მთის, დასახლება ბერებითა და განდეგილებით VII საუკუნის ბოლოდან დაწყებულა. მათ
სამონასტრო მშენებლობა გაუჩაღებიათ და უკვე VIII საუკუნის დასასრულს, ბერძნულის გვერდით მცირე ქართული სავანეც გაჩენილა,
ათოდ სახელდებული. შემდეგ არაბთა შემოსევების გამო სამონასტრო მშენებლობა შეფერხებულა, მაგრამ X საუკუნეში ახალი ძალითა და დიდი ენერგიით გაცხოველებულა. 963 წელს ათანასე ათონელს აქ ,,დიდი ლავრა” აუგია. გარდა ამისა, მისი უშუალო თაოსნობით აშენებულა კარიასის მონასტერი, ხარების ტაძარი, იოანე მახარებლის ეკლესია და სენაკები.
გადმოცემის თანახმად, ათანასე დედით
ლაზი ყოფილა. ალბათ, ესეც ასრულებდა გარკვეულ როლს, რომ იგი დიდად მეგობრობდა ქართველ ბერებთან.
სწორედ ამ ათანასესთან მოვიდნენ იოანე ქართველი (ათონელი), ძე მისი ექვთიმე და უფრო მოგვიანებით დავით კურაპალატის გამოჩენილი ქართველი სარდალი, თორნიკე ერისთავი. თორნიკემ მრავალ ბრძოლაში
მონაწილეობის შემდეგ თავი დაანება საერო სამსახურს და ათონის მთას მიაშურა, სადაც თავისი ძმა-იოანე ეგულებოდა. სახელოვან სარდალს აკაკი წერეთელმა შესანიშნავი პოემა მიუძღვნა და მას ,,თორნიკე ერისთავი” უწოდა.
979 წელი მნიშვნელოვანი თარიღია ათონის მთის ისტორიაში. სწორედ ამ წელს, თორნიკე ერისთავის სარდლობით, ქართულმა ლაშარმა დაამარცხა ამბოხებული ბარდა სკლიაროსი ბიზანტიის დედოფლის,თეოფინიას, თხოვნით და იმპერატორი ბასილი ტახტიდან ჩამოგდებას გადაარჩინა. მადლიერების ნიშნად მეფე დავით კურაპალატმა ბიზანტიიდან დიდძალი ქონება მიიღო
საჩუქრად. მიღებული განძის უდიდესი ნაწილი მოხმარდა ათონის მთაზე დიდებული ივერთა მონასტრის აშენებას, რომელიც ივირონის სახელს ატარებს. ქართველი მემატიანის თქმით,
,,იქაურობის სილამაზე ყოველგვარ ქებას იყო აღმატებული”. იოანეს და თორნიკეს გადაუწყვეტიათ ივერთა მონასტერში არავინ შეეშვათ ქართველების გარდა. მათ კარგად იცოდნენ ბერძენთა სიხარბე და ეშინოდათ მონასტრის წართმევისა. თუმცა მაინც გამხდარან
იძულებულნი, ქართველი
ბერების სიმცირის გამო, პრაქტიკული საქმის შესასრულებლად ბერძენი ბერები მოეწვიათ. ქართველთა წინათგრძნობა გამართლდა და დღესდღეობით ივირონი ჩვენი აღარ არის. დიდებული ივერთა მონასტერი ბერძნების ხელშია.
ათონის მთა,ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად ითვლება. გაოცებას იწვევს ღვთისმშობლისი ხატის სასწაულებრივი მიცურება ათონის მთასთან.
ეს მოხდა 999 წელს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე ზემოდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. უწმინდესი ხატის გამობრძანება ზღვიდან ვერავინ შეძლო. ღვთისმშობელმა წმინდა გაბრიელ ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამოსვლა და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ
მოექცა, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვედრი.
საინტერესოა ისტორია ამ სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც ივერონის ყველაზე დიდ სიწმინდეს წარმოადგენს: IV საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში საშინელი ხატმებრძოლობა ამტყდარა, ყველა ხატს ანადგურებდნენ. ამ დროს ერთ პატარა ქალაქში ერთი ქვრივი დიდებული ცხოვრობდა, რომელსაც სახლში
ღვთისმშობლის ხატი ჰქონია დაბრძანებული. ცოდვილ მხედრებს შეუტყვიათ ეს ამბავი, შეცვივნულან ქვრივის სახლში და ერთ-ერთს ხატისთვის შუბი უძგერებია. უცებ ხატიდან სისხლს უჩქეფია, რომელიც ღვთისმშობელს სახიდან დიდხანს სდიოდა. ქალს მხედრებისთვის
უთხოვია, მცირეოდენი დრო მიეცათ ხატთან გამოსამშვიდობებლად. მარტოდ დარჩენილს ყოვლადწმიდასთან დიდხანს ულოცნია მხურვალედ და შემდეგ მალულად ზვაში ჩაუშვია.ხატი დიდხანს აღარავის უნახავს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ,როცა უკვე შემწყდარი იყო ხატმებრძოლობა,ხატი ათონის მთის ნაპირებთან გამოჩენილა.ბერებს უცდიათ მისი გამობრძანება,მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდნენ ხატს,იგი უფრო ღრმად შედიოდა ზღვაში.
ერთ ღამეს რამდენიმე ბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა
და უთხრა, რომ ნებავდა მისი ხატი ათონზე მოღვაწე ქართველ ბერს, გაბრიელს,
გამოებრძანებინა.სასწრაფოდ მოძებნეს გაბრიელი და ღვთისმშობლის სურვილი გადასცეს.
ისიც გაეშურა ლოცვა-კურთხევის აღსასრულებლად,ზღვაზე ფეხით გადაიარა,თითქოს ხმელეთზე ყოფილიყოს მიეახლა ხატს და დიდის კრძავლით გამოასვენა ნაპირზე. იქ, სადაც ხატი დაასვენეს, წყარომ ამოჩქეფა,რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ეს წყარო დღესაც არსებობს.
ქართველებს ხატი ივერონში წაუბრძანებიათ და მთავარ ტაძარში დაუკიდიათ საპატიო ადგილას, მაგრამ დილას ტაძარში რომ შესულან , ხატი აღარ დახვედრიათ. ძალიან შეწუხებულან და დაუწყიათ ძებნა, ბოლოს კარიბჭის თავზე აღმოუჩენიათ.ძლიერ გაკვირვებულან, აქ საიდან მოხვდაო, და ისევ ძველ ადგილას დაუბრუნებიათ.მეორე დღესაც იგივე განმეორებულა,ასე რამდენიმეჯერ.
ბოლოს ბერებს ღვთისმშობელი გამოცხადებიათ და უთქვამს : მე მსურს, ჩემი ხატი კარიბჭის თავზე იყოს,რადგან მე არ მჭირდება თქვენი დაცვა, იმისათვის მოვედი, რათა თვითონ დაგიცვათო. მაშინ ქართველებს ხატისთვის საგანგებო კარიბჭესთან ტაძარი აუგიათ, სადაც იგი დღემდე ასვენია. სწორედ ამ ისტორიის გამო უწოდებენ მას კარის ღვთისმშობელს.
“ასე ამბობენ, რომ სასწაული
სუყველამ ერთად ვნახეთო ცხადი:
მოსცურა ახლოს ღვთისმშობლის ხატმა
და დაიყენა თავსა ნათელი”.
(აკაკი წერეთელი ,,თორნიკე ერისთავი”)
ათონის მთას მრავალი სასწაული უკავშირდება. მათ შორის ალბათ, ერთ – ერთი
ყველაზე საინტერესოა ცოცხალი ღვთისმშობლის მოხვედრა წმინდა მთაზე:
გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით საწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა,რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის მადლს.
ყოვლადწმიდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე მის მოსანახულებლად და სთხოვდა ლაზარეს, ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და გაიგზავნა ღვთისმშობელთან. და ყოვლადწმიდა მოციქულებთან ერთად კვიპროსზე გაემგზავრა.
ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაწყებულა, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელად ძლიერი პირქარი ამოვარდნილა. მეზღვაურებს ვერაფრით დაუმორჩილებიათ იალქნები და ხომალდი სხვა
მიმართულებით გაქანებულა. ქარს გემი ეგეოსის ზღვაში შეუყვანია და ათონის მთის ნაპირებთან მიუყენებია. ღვთისმშობელმა აკურთხა წმინდა მთა და დალოცა: “მადლი მხოლოდშობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა”.
ათონის წმინდა მთაზე ქალის ფეხდადგმა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად ბიზანტიის ინპერატორ თეოდოსის ქალიშვილი, პლაკიდია, რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისი შეწირულობით აგებული ვათოპედის მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს
მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა,რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩავრადნილიყვნენ ბერები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყონებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.
ადრეულ პერიოდში ივერონს შეუერთდენენ მონასტრები: წმინდა ლეონტისა – სალონიკში, წმინდა იოანე კლემაქსი – იეროსოსში, წმინდა საბასი – ქალდოსში. XIV საუკუნეში სავანეს დიდი ზარალი მიაყენეს კატალონელმა მეკობრეებმა, მაგრამ
მონასტერი აღორძინდა პალეოლოგოსების დინასტიის, სერბეთისა და საქართველოს მეფეების ოხვი შეწირულობებით.
ივერთა მონასტერში მრავალი გამოჩენილი და ღვთის მოსავი მამა მოღვაწეობდა. აქ აღევლინებოდა ლოცვები საქართველოსათვის, ითარგმნებოდა მრავალი წიგნი, იქმნებოდა სასულიერო ჰიმნები. XIII საუკუნეში ათონის მთა ჯვაროსნებს დაურბევიათ.ივერთა მონასტერში მისულებს ქართველი ბერებისათვის პაპის ხელისუფლების აღიარება მოუთხოვიათ, მაგარმ მამები მტკიცედ დამდგარან ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაშინ ჯვაროსნებს მოხუცი ბერები გემზე აუყვანიათ და გემი ზღვაში ჩაუძირავთ, ხოლო ახალგაზრდა ბერები კი მონებად გაუყიდიათ.
ივერთა მონასტერი ქართული სულიერი კურლტურის მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმინდელი და მისი ტრადიციების გამგრძელებელი გიორგი მთაწმინდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონის მთაზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინარული თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები. მმონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიური კულტურული ურთიერთობების გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ითარგმნა ,,სიბრძნე
ბალაჰვარისი”.მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ – საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა – შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველი ბერები განიცდიდნენ ბერძნებისგან. 1900 წლისათვის მონასტერში 51 ქართველი ბერიღა იყო დარჩენილი. უუკანასკნელი ქართველი ბერი, ტიხონ ბაღავა, 1956 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მამა ტიხონს ეკლესიის კედელზე ამოუჭრია თავისი გვარი ქართულ ენაზე.
ივერთა მონასტრის ბილიოთეკაში ინახება 2000_ზე მეტი უნიკალური ხელნაწერი და თხუტმეტი ლიტურგიული გრაგნილი, 2000_ზე მეტი წიგნი. მონასტერში აღიზარდა უამრავი წმინდანი და ღვთის მეტყველი მას აქვს იოანე ნათლისმცემლის სკიტი, 37 კელია, 16 ტაძარი შიგნით და 10 – გარეთ.
წმინდა ნილოს მირონ მდინარის წინასწარმეტყველებით, როდესაც ივერიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ათონის ნახევ კუნძულს დატოვებს ბერებმაც უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ორონდ აღთქმა მონაზვნობისა წმინდად შეინახონ. მას შემდეგ რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს, დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღვთისმშობელი მარიამის გაფრთხილება, რომ ანტი ქარისტე უკვე გამეფდა ქვეყანაზე.
ათონორი წინასწარმეტყველების თანაზხმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონის მთას დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.
ამბობენ, ათონის მთის საიდუმლო კელიაში უძველესი დროიდან ცხოვრობს 12 ბერი, რომლებიც თითქმის არასდროს ეჩვენებიან ხალხს, თვით ათონელ მონაზვნებსაც კი.
როდესაც ერთ – ერთი მათგანი გარდაიცვლება, დანარჩენები მას კლდეებში მარხავენ დამ ის ნაცვლად თაივისთან ახალ მოღვაწეს უხმობენ.
ადმოცემის თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ეს 12 ბერი თავისი სენაკებიდან გამოვა და უკანასკნელ ლიტურგიას აღასრულებს.
გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია
“...იქ (მთაწმინდაზე) ამოდის საქართველოს დიდების მზე და იგი ერთიანად ათბობს დიდსა და პატარას, ადგილობრივსა და უცხოელს”
ნიკო სუხიტაშვილი
გადმოცემით, მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას - დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმ. დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წელს). ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს. XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო ი. ბ. სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზე მამადავითის ეკლესიის შემოგარენშია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.
მთაწმინდის მთის ძირში მოთავსებულია თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველის გამზირი, სადაც ჩვენი სკოლაა. თითქოს შეყუჟულები ვართ მთის ძირში და ის გვიცავს და გვმფარველობს;
მთაწმინდა
ჯერ კიდევ მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა საოცრად გამიმძაფრდა მთაწმინდაზე ასვლის, საქართველოს სახელოვან მამულიშვილთა, სამუდამო განსასვენებლისათვის თვალის შევლების სურვილი. მით უფრო, რომ პირველი საჯარო სკოლა, სადაც ვსწავლობ, იმ ადგილიდან ერთი ხელის მიწვდენაზეა. მთაწმინდა ჩვენი დედაქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს და თბილის-ქალაქს გვირგვინად ადგას თავზე.
საბედნიეროდ, ღვთის წყალობით, ეს სურვილი მალე
ამისრულდა: სკოლაში პროექტ „მთაწმინდისათვის“ მთაწმინდის პანთეონზე მოსმენილისა და წაკითხულის მიხედვით საკუთარი ნაშრომის წარდგენა შემოგვთავაზეს. ჰოდა ამის გაკეთებას რა ფასი ექნებოდა, თუ საკუთარი თვალით არ ვნახავდი იქაურობას, ხელს არ შევავლებდი, ბავშვურად არ მოვეფერებოდი ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავებს. და აი, ერთ მშვენიერ დღეს მე და ბაბუაჩემი (მეგზურობას იგი მიწევდა) ნელი ნაბიჯებით შევუდექით მთაწმინდაზე მიმავალ აღმართს. დანახულისაგან მიღებულმა პირველმა შთაბეჭდილებამ, როგორც იტყვიან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ჩემი ბავშვური წარმოდგენით თბილისი, მართლაც, წარმოუდგენელია უმთაწმინდოდ. იგი ყველაზე პოეტური ადგილია ჩვენს დედაქალაქში. უფრო წარმტაცი და მომხიბლავია იქიდან თქვენ თვალწინ გადაშლილი ქალაქის პანორამაც.
ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მთაწმინდა მრავალგზის გამხდარა ქართველი (და არა მარტო ქართველი) პოეტების, მხატვრებისა და კომპოზიტორების შთაგონების წყარო - მათ მრავალი გამორჩეული მხატვარული, ნაწარმოები უძღვნეს წმინდა სავანეს.
თბილისის ფუნიკულიორი, სამთო-საბაგირო რკინიგზის (ქვედა და ზედა სადგურებით), კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. .
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა, ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა, ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლოატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა.
რას ნახავთ მთაწმინდაზე
საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცის ქვეშაა მოწყობილი. მისი დაარსების ისტორია მომდინარეობს XIX საუკუნიდან, როდესაც 90-იან წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიზრახა თბილისში აეშენებინა ქართველ მოღვაწეთა პანთეონი. ფართო საზოგადოება ინტერესით შეხვდა წამოწყებას და შეძლებისდაგვარად სწირავდა სახსრებს საზოგადოებას პანთეონის ასაგებად. სამწუხაროდ, კარგი წამოწყება განუხორციელებელი დარჩა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ძალით დამყარებამდე, ვიდრე პირველსავე წლებში დიდუბის ეკლესიის ეზოში საფუძველი არ ჩაეყარა პირველ პანთეონს.
1915 წელს იქ აკაკი წერეთლის ნეშთი უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ეს, რატომღაც, მაშინ არ მომხდარა. მხოლოდ 1929 წელს რუსი მწერლის, ა.გრიბოედოვის, გარდაცვალების 100 წლის თავზე გამოცხადდა ოფიციალურად მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის ეზო საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე ა.გრიბოედოვს ანდერძიც კი დაუტოვებია -მთაწმინდაზე დამასაფლავეთო. სწორედ ა.გრიბოედოვის საფლავის მღვიმით იწყება პანთეონზე საფლავები. მის გვერდით განისვენებს რუსი მწერლის მეუღლე-ნინო ჭავჭავაძე – გრიბოედოვისა.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით,
საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცისქვეშ არის მოწყობილი.
აქ ერთმანეთის გვერდითაა ჩამწკრივებული ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავები.
აი, ილია ჭავჭავაძე – საქართველოს უგვირგვინო მეფე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის სულიერი და კულტური ცხოვრების ყველა სფეროში, მის საფლავზე დგას ძეგლი – დამწუხრებული ქალის ბრინჯაოს ფიგურა-მწუხარე საქართველოს სიმბოლო. ძეგლი პარიზში დაამზადა ახალგაზრდა ქართველმა მოქანდაკემ, იაკობ ნიკოლაძემ.
უცხოობაში უდროოდ გარდაცვლილი ჩინებული რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ნეშტი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს. იგი დასაფლავებული იყო დიდუბის პანთეონში, 1938 წლიდან კი მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
მის კალამს ეკუთვნის ამ სავანისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ლექსი “შემოღამება მთაწმინდაზე”.
სახალხო მგოსნის, საქართველოს “ბულბულის”, მრავალმხრივი შემოქმედის – აკაკი წერეთლის საფლავზე დგას პროფ.დ.კაკაბაძის პროექტით შექმნილი ძეგლი, რომელიც ჩანგით არის შემკული.
მთის მგოსანი, ვაჟა–ფშაველაც, თავდაპირველად დიდუბის პანთეონში იყო დაკრძალული, 1936 წელს კი მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს. პოეტის საფლავზე დადგმული ძეგლი კლდის ფორმისაა, რომელიც იმ მთების სიმბოლოა, რომლის მომღერალიც და ღირსეული შვილიც გახლდათ პოეტი. პოეტის, დრამატურგის, რედაქტორის, დავით ერისთავის ძეგლზე ამოკვეთილია ამ ერისკაცის დაკრძალვისას აკ.წერეთლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: “ღირსმა ერის ძემ, თვით ერისთავმა, სამშობლოსთვის დასდგა “სამშობლო”. გამოჩენილ პიროვნებათა გალერეა გრძელდება: აი, დავით კლდიაშვილი – ქართული რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, (სახალხო მგოსანი), შემოდგომის აზნაურთა პორტრეტების უბადლო მძერწავი. დიმიტრი ყიფიანი – გულმხურვალე პატრიოტი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი და პუბლიცისტი, მთარგმნელი. იგი, როგორც ვიცით, ქართველთ მოძულე ეგზარხოსის – პავლეს წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისთვის სტავროპოლში გადაასახლეს, 1887 წელს კი მოკლეს შავრაზმელებმა. აკ.წერეთელმა მას უძღვნა ცნობილი ლექსი “განთიადი”: “...მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამა დავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს.”
ჩვენთვის,პატარებისათვის, გამორჩეულად საყვარელი, გამოჩენილი პედაგოგი, სასკოლო სახელოვანელოების კლასიკური ნიმუშების – “დედაენის”, ”ბუნების კარის”, “რუსკოე სლავოს” – ავტორი, პოპულარული საზოგადო მოღვაწე, იაკობ გოგებაშვილი.
ანასტასია თუმანიშვილი- წერეთლისა- საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ
“ჯეჯილის” დამაარსებელი რედაქტორი
ვასილ ბარნოვი – ისტორიულ თემებზე შექმნილი ქართული პროზის
გამოჩენილი ოსტატი, საზოგადო მოღვაწე
ნიკო ნიკოლაძე – ცნობილი პუბლიცისტი, მოაზროვნე, კრიტიკოსი,
ქართველ სამოციანელთა მოწინავე დემოკრატიული ინტელინგეციის
ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი.
იოსებ გრიშაშვილი – თბილისის მეხოტბე, სახალხო პოეტი, აკადემიკოსი.
მის საფლავს ამშვენებს ძეგლი, რომლის ავტორები არიან: ალექსიძე და შალვა დავითაშვილი
შალვა დადიანი – მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, მსახიობი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე.
გიორგი ლეონიძე - ქართული პოეზიის ბერმუხა, აკადემიკოსი, სახალხო პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურიეატი, ლიტერატურული
გამოკვლევების ავტორი.
გალაქტიონ ტაბიძე -პოეზიის უგვირგვინო მეფე, სახალხო მგოსანი,
ახალი ქართული ლექსის ფუძემდებელი, ნოვატორი, ქართული პოეზიის მშვენება, რომელმაც მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
ლეო ქიაჩელი -ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,ლომისის” რედაქტორი, კინოსცენარისტი.
სიმონ ჩიქოვანი - გამოჩენილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომელსაც გ.ლეონიძემ ,,ახალი პოეზიის ჩუქურთმის მჭრელი” უწოდა.
იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა
კავშირს.
პანთეონის მკვიდრთა შორის არიან მეცნიერების კორიფეები, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა,
ნიკოლოზ ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია. იქვე განისვენებს სკულპტურული პორტრეტის ოსტატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, იაკობ ნიკოლაძე. ოდნავ მოშორებით არის ფერწერის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრის, ლადო გუდიაშვილის, საფლავი.
აქვე განისვენებენ ხელოვნების თვალსაჩინო წარმოდგენლები, რომლებმაც პანთეონში ჰპოვეს სამუდამო ძვალთშესალაგი. ესენი არიან:
კოტე მარჯანიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე.
დასასრულ, წარმოგიდგენთ კიდევ სამ ხელოვან მამულიშვილს, რომლებმაც ბოლო წლებში დაიდეს ბინა მთაწმინდის პანთეონში:
მერაბ კოსტავა- ეროვნული გმირი,
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ეროვნული თანამებრძოლი, მასთან ერთად ჩაბმული ადამიანის უფლებების დაცვის და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. საქართველოს ეროვნულ- გამათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი ლიდერი, სამშობლოდან დევნილი, ზვიად გამსახურდია, მისი ნეშტი შარშან
გადმოასვენეს ჩეჩნეთიდან და მიაბარეს მშობლიურ მიწას.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი- საქართველოს ეროვნულ- გამათავისუფლებელ მოძრაობის ლიდერი, მე-11 არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში გადაიხვეწა. იგი ლევილის ქართული ემიგრაციის სასაფლაოდან გადმოასვენეს მთაწმინდის პანთეონში.
აქ თავის დროზე ამოსულან: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ოსტროვსკი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ამერიკელი მწერალი თეოდორ დრაიზერი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწენი. მთაწმინდაზე ა. ს. გრიბოედოვის საფლავი მოუნახულებიათ: ა. პუშკინს, მ. ლერმონტოვს, ლ. ტოლსტოის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის, ა. ოდოევსკის და სხვებს. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.
რუსთაველის თეატრი
შენი დავალება პირნათლად შევასრულე. დღეს ე.ი კვირას ავედი ლიკანში. პირველი ნაცნობი, რომელიც სანატორიუმის ტერიტორიაზე Sემხვდა, აკაკი ვასაძე იყო. ვუთხარი შენი დანაბარები, ასე მითხრა, სუდეიკინის ნახატი კიბეების ჩასასვლელის გვერდით კედელზე იყოვო, მის მოპირდაპირედ გუდიაშვილიო. სუდეიკინს მწერლები ჰყავდა დახატული, გრ. რობაქიძე და სხვებიო. ამიტომ ბერია გვადგა თავზე და ჩამოგვაფხეკინა, ახმეტელის დრო იყოო. ყველაფერი პარტიზანულად შემოვიარეთო, და ის ნახატებიც ჩამოვფხიკეთო. ბოძებზე ქიმერები იყო დახატული, რის გამოც ერქვა “ქიმერინი”– ო. ისე საინტერესო არაფერიაო. მე მგონი, ცოტა დაბნეულად მელაპარაკა. მერე ნათელაც რომ ვნახე, იმანაც მითხრა, არაფერი ეხსომება, ჯობდა გუდიაშვილისთვის კითხვაო. დანარჩენი შენ იცი, აქ ორი დღეა, რაც ვართ და სიგრილეს მაინც და მაინც ვერ ვგრძნობთ, ლიკანშიც ცხელოდა, საღამოს არა უშავს, რასაკვირველია, თბილისს არ შეედრებ, მარა მაინც ამბობენ, სიცივეები იყო აქამდეო. ჩვენ კარგად მოვეწყვეთ. ოთხ საწოლიანი ოთახი ავიღეთ. ერთი საწოლი თადარიგში გვაქვს, ვინმე რომ ჩამოვიდეს. თუ მოგესურვა ჩამოსვლა ჩამოდი რამდენიმე დღით შეგვიძლია მიღება. მეოთხე სართულზე ვართ, მაგრამ დაგვპირდნენ გამოცვლას ქვედა სართულზე. თუ რამე დაგჭირდეს, ლალის დააბარე, ალბათ შემდეგ შაბათს ჩამოვა.
გკოცნი გოგუცა.” 4.8.74.
მარიამ გოგუცა აგიაშვილის წერილი ლალი ყურულაშველისადმი.
1957 წლის 1 იანვრიდან მწყობრში ჩადგა პარკის ტერიტორიაზე აღმართული თბილისის სატელევიზიო ანძა, რომლის სიმაღლე 180 მეტრი იყო. ტელევიზიის პირველი, 60 კვადრატიული მეტრი ფართობის მქონე სტუდია. 1974 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო ახალმა 274,5 მეტრი სიმაღლის კოშკმა. ტელევიზიის სტუდია კი მოთავსდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე აგებულ ახალ შენობაში. ახალი სატელევიზიო ანძის აშენების შემდეგ მთის ფასადი კომპოზიციურად შეიკრა.
,,ქრისტიანებო,კანონი ბრალდებულს არ ასამართლებს , სანამ არ მოუსმენს მას,მით უმეტეს, მაშინ, როდესაც დამნაშავეს სიკვდილი მოელის, მაგრამ რა შეიძლება დამნაშავემ თქვას თავის გასამართლებლად , როდესაც მან არაფერი იცის?! დაე, თვით ყრმამ ამხილოს მამა და მიუთითოს დამნაშავეზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მის გაჩენაში.’’ მოხუცი მისულა მარიამთან, კვერთხით სამჯერ შეხებია ქალის მუცელს და წარმოუთქვამს : ,, ყრმავ,უთხარი ამ უმადურ ხალხს, ვინ არის შენი მამა.‘’ ჩვილს უპასუხია : ,, ჩემი მამა მუსაა, ხოსროს შვილი.’’ შეკრების ადგილზე ცილისმწამებელ ქალს ქვა უშვია. ხალხს და მეფეს, რომლებიც განცვიფრებული შეჰყურებდნენ სასწაულმოქმედ მოხუცს, გადაუწყვეტიათ, სასწაულის ადგილზე აეშენებინათ ეკლესია,საეკლესიო შენობის საძირკველში ჩაეტანებინათ მარიამის მიერ შობილი ქვა და ის ქვებიც, რომლითაც ქრისტიანებს დავითის ჩაქოლვა უნდოდათ. ეკლესიას ეწოდა “ქვა-შუა”, “ქვაშუეთი”, "ქაშვეთი”. ეს მცირე მოცულობის ეკლესია ადრეული ქრისტიანობის ქართული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენდა მას XVIII საუკუნემდე.
მამადავითის ეკლესია
მთაწმინდის პარკის საჰაერო-საბაგირო
გზა დღეს ბომბორას პარკთან აგიყვანთ
მთაწმინდის პარკთან დაკავშირება გადაწყდა არა სამთო-საბარგო, არამედ საჰაერო-საბარგო საგზავრო გზით.
1958 წლის დასაწყიში, თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაიწყო თბილისში პირველი საჰაერო-საბარგო სამგზავრო გზის მშენებლობა. პროექტი დამუშავდა შახტების დაპროექტების საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში, ხოლო გზის ტექნოლოგიური ნაწილი–ტრექტ ,,ჭიათურ-მარგანეცში,, ცნობილი ინჟინერი გ. ფანცულაიას ხელმძღვანელობით. გზის პროექტის ავტორია მ. ქებულაძე, არქიტექტურა ქ. ჩხაიძეს ეკუთვნის.
გზის ტექნიკური მონაცემები ასეთია: გზის დახრლი სიგრძე – 900 მეტრი, ზედა და ქვედა სადგურების დონეთა სხვაობა – 300 მეტრი. ტრასაზე სამი საყრდენი დგას,
უდიდესი მალის სიგრძე 660 მეტრია. გზაზე ორი ვაგონი მოძრაობს 30 კაცის ტევადობით. ცარიელი ფაგონის წონა 1200 კილომეტრია. მოძრაობის სიჩქარე – 6 მეტრი წამში, ასვლა _ჩამოსვლას სჭირდება 6 წუთი. სარელსო ბაგირის დიამეტრი 45 მილიმეტრია.
ქვედა სადგურის შენობა ორიგინალურ სტილშია გადაწყვეტილი. აქ კიბეების ნაცვლად მოწყობილია პანდუსები. მუშაობს ლიფტიც. საჰაერო-საბარგო გზა–რუსთაველის მოედანი- მთაწმინდა ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წლის ოქტომბერში.
დღეს, სამწუხაროდ საჰაერო–საბაგირო გზა არ მუშაობს;
ეროვნული ბანკი
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. ძლიერი ცენტრალური ბანკი და მისი გამართული საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მყარი გარანტიაა. საქართველოში ცენტრალური ბანკის ისტორია სათავეს 90 წლის უკან იღებს. 1919 წლის 31 დეკემბერს, მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ". დემოკრატიული საქართველოს ცენტრალური ბანკის პირველი თავმჯდომარე, იასონ ლორთქიფანიძე, ჯერ კიდევ 1919 წელს აცხადებდა, რომ ცენტრალური ბანკი საქართველოში უნდა იყოს არათუ უმთავრესი, არამედ ერთადერთი რეგულატორი ფულის ტრიალისა. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა: მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, გაცვლითი კურსის პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მართვა, ეკონომიკის ფულის ნიშნებით უზრუნველყოფა, საგადასახადო სისტემების მართვა-ოპერირება და სხვა.
პარლამენტი
ინტერვიუ #50 სკოლის მასწავლებელთან
გამარჯობათ, ჩვენ ვართ1 საჯარო სკოლიდან და დღეს გავესაუბრებით 50-ე სკოლის მასწავლებელს და საინფორმაციო მენეჯერს ქალბატონ ნაირა ბახს.
-ქალბატონო ნაირა გვიამბეთ რაიმე თქვენი სკოლის შესახებ!
-- ჩვენი სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაარსდა. თავიდან იგი კერძო საცხოვრებელი სახლი იყო, რომელიც ცნობილ ვაჭარს ეკუთვნოდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აქ პატარა სასწავლებელი განთავსდა.
ჩვენი სკოლა ძალიან ისტორიული სკოლაა, ამ სკოლაში იყო შექმნილი უნივერსიტეტის ბაზაზე 1-ლი საშუალო სკოლა. შემდეგ სახელი შეეცვალა რამდენიმეჯერ. ჯერ ერქვა 39 სკოლა, შემდეგ მე-3 ექსპერიმენტული სკოლა, ახლა - კი-50-ე საჯარო სკოლა ჰქვია.
- ვინ იყო თქვენი სკოლის პირველი დირექტორი?
- -ჩვენი სკოლის პირველი დირექტორი იყო ჯავახიშვილი, ამჟამდ
კი არის ქალბატონი - მანანა ალიბეგაშვილი.
ქალაქისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტს, რომლის ისტორია თბილისში
XIX საუკუნეში იწყება. 1870 წელს ქალაქში 439 ორცხენიანი და 117 ერთცხენიანი ეტლი ყოფილა. 1883 წელს ამოქმედდა “კონკა”-ცხენის რკინიგზა, რომელიც 1904 წელს ტრამვაიმ შეცვალა.
1966 წელს თბილისში მწყობრში ჩადგა მეტროპოლიტენი, რომელმაც მალე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებლებით ყველა სხვა სახის ტრანსპორტს მნიშვნელოვნად გაუსწრო. ბოლო წლებში ქალაქში მოძრაობს უამრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა, რომლებიც დიდადა აფერხებენ მაგისტრალურ ქუჩებში გადაადგილებას.
ამჟამად, თბილისის ქუჩების რაოდენობა 24 ათასს აჭარბებს. მათი საერთო სიგრძე 11 ათასი კილომეტრია.
მას შემდეგ ოპერის სცენაზე მრავალი სპექტაკლი ოპერა დაიდგა. დღეს თეატრს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს: გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს რეჟისორი დავით საყვარელიძე, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი.
2004 წელს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, სრულიად ახალი ძალებით დაკომპლექტდა გუნდის 40 და ორკესტრის 70 პროცენტი. ორკესტრში დაკავებულია 126 მუსიკოსი. თეატრში სამუშაოდ მოწვეულნი არიან ახალგაზრდა კონცერტმაისტერები, გაიზარდა მომღერალი-სოლისტების რიცხვი.
2004-2006 წლებში განხორციელდა რამდენიმე პრემიერა - ვერდის “აიდა”, “რეკვიემი”, დონიცეტის “დონ კასკუალე”, განახლებული სახით დაიდგა მოცარტის “დონ ჯოვანი”, მასკანის “სოფლის ღირსება”, ვერდის “დონ კარლოსი”, “ბალ-მასკარადი”, ბალეტები - სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი (“წამი გარდასახვამდე”, “Green”, “სიზმრები იაპონიაზე”), ლუდვიგ მინკუსის “დონ კიხოტი”, ფელიქს მენდელსონის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, ლეონარდ ბერნსტაინის “ლეა”, ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები, აგრეთვე, ჩაიკოვსკის “გედების ტბა”, ფერდინანდ ჰეროლდის “ამაო სიფრთხილე”, გაიმართა ლადო ათანელის საიუბილეო კონცერტი “10 წელი მსოფლიო სცენებზე”, ოთარ თაქთაქიშვილის, მაია თომაძის ხსოვნის საიუბილეო საღამოები, ახალი 2006 წელი თეატრის ორკესტრთან ერთად საზოგადოებას მიულოცეს ეთერ და ნატო ჭყონიებმა, მოცარტის “დონ ჯოვანს ერთ-ერთ წარმოდგენაში მთავარი როლები განასახიერეს იტალიელმა მომღერლებმა.
ნინო ანანიაშვილი აქტიურად თანამშრომლობს ინგლისის სამეფო თეატრთან (ჩოვენტ გარდენ).
დასის რეპერტუარში ეშტონის ორი ბალეტია - "ამაო სიფრთხილე" და "ორი მტრედი". სრულიად ახალი რედაქციით დაიდგა კლასიკური ბალეტები - "გედების ტბა", "ჟიზელი", “დონ კიხოტი". განხორციელდა "რომეო და ჯულიეტას" ლეონიდ ლავროვსკისეული ვერსია. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ცნობილი ქორეოგრაფები: მიხეილ ლავროვსკი, ფრენკ ანდერსენი, ალექსანდრე გრანტი, ბარტ კუკი, დენის ბონერი, მარგარეტ ბარბიერი, თრეი მაკინტაერი, ალექსეი ფადეეჩევი, ალექსეი რატმანსკი, იური პოსოხოვი, ბენ სტივენსონი; მასტერკლასებს სისტემატიურად ატარებენ ირინა კოლპაკოვა, მარია კალეგარი, ევა კლობორგი, ემილიო მარტინსი, ტატიანა რასტორგუევა, ანდრეი კუდელინი, დიმიტრი კორნეევი, იულია მალხასიანცი; საბალეტო სპექტაკლებისათვის დეკორაციებსა და კოსტიუმებს ქმნიან: ალექსანდრე ვასილიევი, ვიაჩესლავ ოკუნევი, დავით მონავარდისაშვილი, ნათია სირბილაძე; სპექტაკლებს თბილისში ხშირად დირიჟორობენ სერგეი სტადლერი, ალექსანდრე სოტნიკოვი, რობერტ კოული: დღეს დასთან მუშაობენ თეატრის წამყვანი სოლისტები, ამჟამად კი კი პედაგოგ-რეპეტიტორები: მარინა ალექსიძე, ირინე ჯანდიერი, სვეტლანა გოჩიაშვილი, ლილიანა მითაიშვილი, ნუკრი მაღალაშვილი, მაია ზურაშვილი; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან ხშირად გამოდიან ანდრეი უვაროვი, სერგეი ფილინი, იგორ ზელენსკი, ანხელ კორელა, მარია ალექსანდროვა, ნადეჟდა გრაჩოვა, გალინა სტეპანენკო, სებასტიან კლობორგი.
ექსკურსია მთაწმინდაზე
გამარჯობა, მე ვარ თიკო გუჩუა, 11 წლის. 2008 წლის 5 დეკემბერს 1-ლი საჯარო სკოლის “ მთაწმინდის” გუნდი ვიმყოფებოდით მთაწმინდაზე. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მასწავლებელი და მოსწავლეები გზას გავუდექით მთაწმინდისაკენ, სადაც, თურმე, 2008 წლის 5 დეკემბერს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს უბანი ძალზედ ძველი და ლამაზია, იმდენად ლამაზი, რომ მისი ზუსტად გადმოცემა და ასახვა ხელოვანებსაც კი არ შეუძლიათ. ანძას, ძველი სტილის სახლებს, აგრეთვე , იტალიურ ეზოებს, თბილისის უმშვენიერეს ხედებს, ტაძრებს,პარკებს (მათ შორის სულხან-საბა ორბელიანის პარკსაც),მთაწმინდის პანთეონს და სხვას გზაში ვუღებდით სურათებს, პარარელურად, ინტერვიუებს ვიღებდით იქ მცხოვრები ადამიანებისგან.
და, აი, უკვე პანთეონამდეც მივედით. თვალისმომჭრელი სანახავია იქიდან თბილისი -აქაც გადავიღეთ სურათები. ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია ამ პანთეონის შესახებ, სადაც 43 ადამიანია დაკრძალული, აქედან 3 ადამიანი კი წმინდანად არის შერაცხული. იქ ყოფნისას ინტერვიუც გამოვართვით მთაწმიდის ტაძრის მამასახლისს, რომლისგანაც მთაწმიდის შესახებ ბევრი ახალი რამ გავიგეთ.ინტერვიუს შემდეგ ტაძარში შევედით, სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ მერე კი წმინდა წყალი დავლიეთ.
წამოსვლის წინ კვლავ თვალი გადავავლეთ მთაწმინდის პანთეონს და მის სილამაზეს, დავემშვიდობეთ იქ მყოფებს და სკოლისკენ წამოვედით.
ერთი სიტყვით, მე ძალიან მომეწონა ეს ექსკურსია გამოგიტყდებით და პირველად ვიყავი მთაწმინდაზე და ამიტომ ამ ექსკურსიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
ავტორი: თიკო გუჩუა მე–6 კლასი
აქ მდებარეობს თბილისის I სკოლა, საქართველოს პარლამენტი და ა.შ. ჩვენი მოგზაურობა იწყება I სკოლიდან.
,,ჩემი საცხოვრებელი ადგილის” მთაწმინდის გუნდის წევრი
ბავშვები წავედით ექსკურსიაზე მამადავითის ეკლესიაზე.
გზაში ჩვენ ვნახეთ ძველებური სახლები.რომლებიც დანგრევის
პირაა. მამა დავითის ეკლესიისაკენ მიმავალი გზა სულ აღმართია რაც ძალიან დამღლელია. გზაზე
როდესაც მივდიოდით ჩვენ ვნახეთ გამოჩენილი ქართველი ფოლკლორისტის ვახუშტი კოტეტიშვილს სახლი. ძალიან კარგად ჩანდა ანძა და რესტორანი, რომელიც, თითქმის, ოცი წელია, აღარ მუშაობს.
შეგვხვდა პარკი, რომელშიც ბევრი პატარა ბავშვი თამაშობდა, ცოტა ხანი დავისვენეთ, შემდეგ კი გზა განვაგრძეთ.როდესაც მამადავითის ეკლესიას მივუახლოვდით, ზოგ ადგილას ქვაფენილი დაფენილი იყო, ზოგან კი-არა, მაგრამ მუშები მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, რომ მამა დავითის ეკლესიაში უფრო ბევრ ხალხს ევლო. ეკლესიის ეზოში, ანუ პანთეონში ბევრი ცნობილი ადამიანი არის დაკრძალული: ანა კალანდაძე, ზვიად გამსახურდია, ილია ჭავჭავაძე რომელსაც ილია მართალი უწოდეს და ასე შემდეგ. სულ მთაწმინდაზე ორმოცდასამი ადამიანია დასაფლავებული. მამადავითის ეკლესია დიდი ხნისაა, ეკლესიაში არის ძალიან ძველი ხატები. ეკლესიის ეზოში ჩამოედინება წყარო, რომელიც სამკურნალოა და მამა დავითის წყაროს უწოდებენ.