Tuesday, December 16, 2008

წმინდა მთა


ათონის მთა და ივერთა მონასტერი


ათონის მაღალ მთაზედა
მთაწმინდად სახელდებუსა,
სადაცა უდაბნოებსა
და ტაძრებს წმინდად
გებულსა
რიცხვი არა აქვთ, იქ ლავრა
დაუდებელი ფასისა,
ყველაზე პირველი არის
დიდისა ათანასისა”

ასე აგვიწერს აკაკი წერეთელი ,,თორნიკე ერისთავში” იმ ადგილს , სადაც გაემგზავრა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ხელაღებული თორნიკე ერისთავი ბერად აღსაკვეცად და ღმრთის სამსახურად.
ალბათ, ძნელად იპოვება მეორე გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც იმდენჯერ იხსენიებოდეს საქართველოს ისტორიაში, რამდენგზისაც- საბერძნეთის მთაწმინდა. ეს შემთხვევითი არც არის, რამეთუ არავის შეუტანია ქართული კულტურის საგანძურში იმდენი საუნჯე, რამდენიც მთაწმინდელ ქართველ მოღვეწეებს და არც ერთი მთის ისტორია მსოფლიოში არ არის იმდენად

საინტერესო, როგორიც ათონის მთისა.
ათონის მთა, იგივე მთაწმინდა, ბერძნულად აიონ-ოროსი , მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა.

ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში, კარიესში. პროტატს

ხელმძღვანელობს პროტი, მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტრის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი , ვათოპედი . ათონის წმინდა მთაზე 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელია და საცხოვრებელი მოქმედებს.
აიონ-ოროსის, იგივე ათონის მთის, დასახლება ბერებითა და განდეგილებით VII საუკუნის ბოლოდან დაწყებულა. მათ

სამონასტრო მშენებლობა გაუჩაღებიათ და უკვე VIII საუკუნის დასასრულს, ბერძნულის გვერდით მცირე ქართული სავანეც გაჩენილა,

ათოდ სახელდებული. შემდეგ არაბთა შემოსევების გამო სამონასტრო მშენებლობა შეფერხებულა, მაგრამ X საუკუნეში ახალი ძალითა და დიდი ენერგიით გაცხოველებულა. 963 წელს ათანასე ათონელს აქ ,,დიდი ლავრა” აუგია. გარდა ამისა, მისი უშუალო თაოსნობით აშენებულა კარიასის მონასტერი, ხარების ტაძარი, იოანე მახარებლის ეკლესია და სენაკები.
გადმოცემის თანახმად, ათანასე დედით

ლაზი ყოფილა. ალბათ, ესეც ასრულებდა გარკვეულ როლს, რომ იგი დიდად მეგობრობდა ქართველ ბერებთან.
სწორედ ამ ათანასესთან მოვიდნენ იოანე ქართველი (ათონელი), ძე მისი ექვთიმე და უფრო მოგვიანებით დავით კურაპალატის გამოჩენილი ქართველი სარდალი, თორნიკე ერისთავი. თორნიკემ მრავალ ბრძოლაში

მონაწილეობის შემდეგ თავი დაანება საერო სამსახურს და ათონის მთას მიაშურა, სადაც თავისი ძმა-იოანე ეგულებოდა. სახელოვან სარდალს აკაკი წერეთელმა შესანიშნავი პოემა მიუძღვნა და მას ,,თორნიკე ერისთავი” უწოდა.

979 წელი მნიშვნელოვანი თარიღია ათონის მთის ისტორიაში. სწორედ ამ წელს, თორნიკე ერისთავის სარდლობით, ქართულმა ლაშარმა დაამარცხა ამბოხებული ბარდა სკლიაროსი ბიზანტიის დედოფლის,თეოფინიას, თხოვნით და იმპერატორი ბასილი ტახტიდან ჩამოგდებას გადაარჩინა. მადლიერების ნიშნად მეფე დავით კურაპალატმა ბიზანტიიდან დიდძალი ქონება მიიღო

საჩუქრად. მიღებული განძის უდიდესი ნაწილი მოხმარდა ათონის მთაზე დიდებული ივერთა მონასტრის აშენებას, რომელიც ივირონის სახელს ატარებს. ქართველი მემატიანის თქმით,
,,იქაურობის სილამაზე ყოველგვარ ქებას იყო აღმატებული”. იოანეს და თორნიკეს გადაუწყვეტიათ ივერთა მონასტერში არავინ შეეშვათ ქართველების გარდა. მათ კარგად იცოდნენ ბერძენთა სიხარბე და ეშინოდათ მონასტრის წართმევისა. თუმცა მაინც გამხდარან

იძულებულნი, ქართველი

ბერების სიმცირის გამო, პრაქტიკული საქმის შესასრულებლად ბერძენი ბერები მოეწვიათ. ქართველთა წინათგრძნობა გამართლდა და დღესდღეობით ივირონი ჩვენი აღარ არის. დიდებული ივერთა მონასტერი ბერძნების ხელშია.
ათონის მთა,ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად ითვლება. გაოცებას იწვევს ღვთისმშობლისი ხატის სასწაულებრივი მიცურება ათონის მთასთან.

ეს მოხდა 999 წელს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე ზემოდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. უწმინდესი ხატის გამობრძანება ზღვიდან ვერავინ შეძლო. ღვთისმშობელმა წმინდა გაბრიელ ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამოსვლა და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ

მოექცა, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვედრი.
საინტერესოა ისტორია ამ სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც ივერონის ყველაზე დიდ სიწმინდეს წარმოადგენს: IV საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში საშინელი ხატმებრძოლობა ამტყდარა, ყველა ხატს ანადგურებდნენ. ამ დროს ერთ პატარა ქალაქში ერთი ქვრივი დიდებული ცხოვრობდა, რომელსაც სახლში

ღვთისმშობლის ხატი ჰქონია დაბრძანებული. ცოდვილ მხედრებს შეუტყვიათ ეს ამბავი, შეცვივნულან ქვრივის სახლში და ერთ-ერთს ხატისთვის შუბი უძგერებია. უცებ ხატიდან სისხლს უჩქეფია, რომელიც ღვთისმშობელს სახიდან დიდხანს სდიოდა. ქალს მხედრებისთვის

უთხოვია, მცირეოდენი დრო მიეცათ ხატთან გამოსამშვიდობებლად. მარტოდ დარჩენილს ყოვლადწმიდასთან დიდხანს ულოცნია მხურვალედ და შემდეგ მალულად ზვაში ჩაუშვია.ხატი დიდხანს აღარავის უნახავს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ,როცა უკვე შემწყდარი იყო ხატმებრძოლობა,ხატი ათონის მთის ნაპირებთან გამოჩენილა.ბერებს უცდიათ მისი გამობრძანება,მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდნენ ხატს,იგი უფრო ღრმად შედიოდა ზღვაში.

ერთ ღამეს რამდენიმე ბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა
და უთხრა, რომ ნებავდა მისი ხატი ათონზე მოღვაწე ქართველ ბერს, გაბრიელს,
გამოებრძანებინა.სასწრაფოდ მოძებნეს გაბრიელი და ღვთისმშობლის სურვილი გადასცეს.

ისიც გაეშურა ლოცვა-კურთხევის აღსასრულებლად,ზღვაზე ფეხით გადაიარა,თითქოს ხმელეთზე ყოფილიყოს მიეახლა ხატს და დიდის კრძავლით გამოასვენა ნაპირზე. იქ, სადაც ხატი დაასვენეს, წყარომ ამოჩქეფა,რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ეს წყარო დღესაც არსებობს.
ქართველებს ხატი ივერონში წაუბრძანებიათ და მთავარ ტაძარში დაუკიდიათ საპატიო ადგილას, მაგრამ დილას ტაძარში რომ შესულან , ხატი აღარ დახვედრიათ. ძალიან შეწუხებულან და დაუწყიათ ძებნა, ბოლოს კარიბჭის თავზე აღმოუჩენიათ.ძლიერ გაკვირვებულან, აქ საიდან მოხვდაო, და ისევ ძველ ადგილას დაუბრუნებიათ.მეორე დღესაც იგივე განმეორებულა,ასე რამდენიმეჯერ.

ბოლოს ბერებს ღვთისმშობელი გამოცხადებიათ და უთქვამს : მე მსურს, ჩემი ხატი კარიბჭის თავზე იყოს,რადგან მე არ მჭირდება თქვენი დაცვა, იმისათვის მოვედი, რათა თვითონ დაგიცვათო. მაშინ ქართველებს ხატისთვის საგანგებო კარიბჭესთან ტაძარი აუგიათ, სადაც იგი დღემდე ასვენია. სწორედ ამ ისტორიის გამო უწოდებენ მას კარის ღვთისმშობელს.

“ასე ამბობენ, რომ სასწაული
სუყველამ ერთად ვნახეთო ცხადი:

მოსცურა ახლოს ღვთისმშობლის ხატმა
და დაიყენა თავსა ნათელი”.

(აკაკი წერეთელი ,,თორნიკე ერისთავი”)

ათონის მთას მრავალი სასწაული უკავშირდება. მათ შორის ალბათ, ერთ – ერთი

ყველაზე საინტერესოა ცოცხალი ღვთისმშობლის მოხვედრა წმინდა მთაზე:
გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით საწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა,რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის მადლს.

ყოვლადწმიდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე მის მოსანახულებლად და სთხოვდა ლაზარეს, ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და გაიგზავნა ღვთისმშობელთან. და ყოვლადწმიდა მოციქულებთან ერთად კვიპროსზე გაემგზავრა.
ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაწყებულა, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელად ძლიერი პირქარი ამოვარდნილა. მეზღვაურებს ვერაფრით დაუმორჩილებიათ იალქნები და ხომალდი სხვა

მიმართულებით გაქანებულა. ქარს გემი ეგეოსის ზღვაში შეუყვანია და ათონის მთის ნაპირებთან მიუყენებია. ღვთისმშობელმა აკურთხა წმინდა მთა და დალოცა: “მადლი მხოლოდშობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა”.
ათონის წმინდა მთაზე ქალის ფეხდადგმა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად ბიზანტიის ინპერატორ თეოდოსის ქალიშვილი, პლაკიდია, რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისი შეწირულობით აგებული ვათოპედის მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს

მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა,რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩავრადნილიყვნენ ბერები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყონებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.
ადრეულ პერიოდში ივერონს შეუერთდენენ მონასტრები: წმინდა ლეონტისა – სალონიკში, წმინდა იოანე კლემაქსი – იეროსოსში, წმინდა საბასი – ქალდოსში. XIV საუკუნეში სავანეს დიდი ზარალი მიაყენეს კატალონელმა მეკობრეებმა, მაგრამ

მონასტერი აღორძინდა პალეოლოგოსების დინასტიის, სერბეთისა და საქართველოს მეფეების ოხვი შეწირულობებით.
ივერთა მონასტერში მრავალი გამოჩენილი და ღვთის მოსავი მამა მოღვაწეობდა. აქ აღევლინებოდა ლოცვები საქართველოსათვის, ითარგმნებოდა მრავალი წიგნი, იქმნებოდა სასულიერო ჰიმნები. XIII საუკუნეში ათონის მთა ჯვაროსნებს დაურბევიათ.ივერთა მონასტერში მისულებს ქართველი ბერებისათვის პაპის ხელისუფლების აღიარება მოუთხოვიათ, მაგარმ მამები მტკიცედ დამდგარან ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაშინ ჯვაროსნებს მოხუცი ბერები გემზე აუყვანიათ და გემი ზღვაში ჩაუძირავთ, ხოლო ახალგაზრდა ბერები კი მონებად გაუყიდიათ.

ივერთა მონასტერი ქართული სულიერი კურლტურის მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმინდელი და მისი ტრადიციების გამგრძელებელი გიორგი მთაწმინდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონის მთაზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინარული თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები. მმონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიური კულტურული ურთიერთობების გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ითარგმნა ,,სიბრძნე

ბალაჰვარისი”.მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ – საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა – შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველი ბერები განიცდიდნენ ბერძნებისგან. 1900 წლისათვის მონასტერში 51 ქართველი ბერიღა იყო დარჩენილი. უუკანასკნელი ქართველი ბერი, ტიხონ ბაღავა, 1956 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მამა ტიხონს ეკლესიის კედელზე ამოუჭრია თავისი გვარი ქართულ ენაზე.
ივერთა მონასტრის ბილიოთეკაში ინახება 2000_ზე მეტი უნიკალური ხელნაწერი და თხუტმეტი ლიტურგიული გრაგნილი, 2000_ზე მეტი წიგნი. მონასტერში აღიზარდა უამრავი წმინდანი და ღვთის მეტყველი მას აქვს იოანე ნათლისმცემლის სკიტი, 37 კელია, 16 ტაძარი შიგნით და 10 – გარეთ.
წმინდა ნილოს მირონ მდინარის წინასწარმეტყველებით, როდესაც ივერიის

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ათონის ნახევ კუნძულს დატოვებს ბერებმაც უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ორონდ აღთქმა მონაზვნობისა წმინდად შეინახონ. მას შემდეგ რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს, დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღვთისმშობელი მარიამის გაფრთხილება, რომ ანტი ქარისტე უკვე გამეფდა ქვეყანაზე.
ათონორი წინასწარმეტყველების თანაზხმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონის მთას დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.
ამბობენ, ათონის მთის საიდუმლო კელიაში უძველესი დროიდან ცხოვრობს 12 ბერი, რომლებიც თითქმის არასდროს ეჩვენებიან ხალხს, თვით ათონელ მონაზვნებსაც კი.

როდესაც ერთ – ერთი მათგანი გარდაიცვლება, დანარჩენები მას კლდეებში მარხავენ დამ ის ნაცვლად თაივისთან ახალ მოღვაწეს უხმობენ.
ადმოცემის თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ეს 12 ბერი თავისი სენაკებიდან გამოვა და უკანასკნელ ლიტურგიას აღასრულებს.


No comments:

Post a Comment