Tuesday, December 16, 2008

პირველი სკოლის მოსწავლეები მთაწმინდაზე






























































































მუშაობის






























































































































დროს სკოლაში ჩატარდა სასკოლო წერა


''მ თ ა წ მ ი ნ დ ა''
მთაწმინდა თბილისის ერთ-ერთი მშვენებაა პირველად რაც უცხო სტუმარს თვალში ხვდება, სწორედ მთაწმინდაა . მას სატელევიზიო ანძა ამშვენებს. ადრე მთაწმინდაზე იყო ტყე-პარკი. თბილისელები იქ თავისა ოჯახებთან ერთად ისვენებდნენ . ახლა მიდის ამ პარკის შეკეთება. მალე იგი ისევ გახდება ყველასთვის საყვარელი თბილისელებისათვისაც და ტურისტებისთვისაც. პანთეონში დაკრძალულნი არიან ცნობილი ქართველი პოეტები, მწერლები და კომპოზიტორები. მთაწმინდა გაყოფილია ტრამვაის გზით , რომელიც ერთადერთია კავკასიაში. მთაწმინდიდან თბილისი ხელისგულივით გადაიშლება. თითქოს მთაწმინდა დარაჯობს ჩვენს ქალაქს. მთაწმინდა თბილისის სავიზიტო ბარათია
ია ძაგანია IV კლასი

“მ თ ა წ მ ი ნ დ ა ”
მთაწმინდა არის ულამაზესი ადგილი. მე ერთხელ სკოლიდან მთაწმინდაზე ავედი და მთელ თბილისს გადმოვხედე. თბილისი რომ ლამაზია, მაშინ დავრწმუნდი, შემდეგ მამა დავითის ეკლესიაში შევედი და სანთლები დავანთე. მთაწმინდა ძალიან ლამაზია.
გიორგი ერაძე IV კლასი

მთაწმინდა
მთაწმინდა ძალიან ლამაზია. იქ მდებარეობს ფუნიკულიორი ეხლა იქ ძალიან კარგი პარკი გახსნეს ბავშვებისათვის. ხშირად ადიან მთაწმინდაზე ძალიან კარგი ჰაერია და ასევე ძალიან ლამაზი ხედია და მთელ თბილისს ზემოდან გადმოყურებ. იქ რომ ახვალთ ძალიან მოგეწონებათ და კმაყოფილები დარჩებით. მთაწმინდის პარკის ზემოთ არის ანძა. ანძიდან რომ გადაიხედო მთელ თბილისს დაინახავ. იქ ძალიან ბევრი კარუსელებია და ბავშვები იმიტომ ადაიან რომ ამ კარუსელებზე იკატაონ. ანძა სულ განათებულია ღამე. როცა ბურუსია ანძა დაფარულია. ამ მთაწმინდაზე არის 1–ლი სკოლა ამ სკოლაში მე ვსწავლობ. იქ ძალიან ამწვანებული ბუნებაა. ანძა სხვადასხვა ფერებად ანათებს მაგალითად წითლად, მწვანედ, ლურჯად ,იასამნისფრად და ასე შემდეგ.
მთაზე არის ეკლესია მას მამა დავითს ეძახიან. მე მთაწმინდაზე ვცხოვრობ. მთაწმინდა მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ასეთია ჩვენი მთაწმინდა.
მხეიძე კოტე მე–5 კლასი

მ თ ა წ მ ი ნ დ ა
თბილისს გადმოჰყურებს ულამაზესი მთაწმინდა მამა დავითის მთა. მთაწმინდა გამოირჩევა ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით. მთამ სახელი მთაწმინდა მიიღო ათონის მთის მიხედვით. მთიდან აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოქვაბა და იქ დასახლდა ერთ-ერთი ასურელი მამა დავითი. მე-14 საუკუნეში წმინდა დავითის ეკლესია აშენდა. აქ ბევრი ღირსეული ადამიანის სამუდამო განსასვენებელი მთაწმინდა ბევრი პოეტის შთაგონების წყაროა. “აქ მწუხარე სასაფლაოა ვარდით გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული. მთაწმინდა, მართლაც, წმინდა მთაა ქართველებისთვის. ყველა ქართველის სულითა და გულით უნდა გვახსოვდეს ილია, აკაკი ვაჟა და გალაკტიონი, რომელთა სამუდამო განსასვენებელი მთაწმინდაა. ისინი გვახსენებენ რომ ქართველების სამი უმთავრესი სიწმინდე ენა, მამული, სარწმუნოება. ამ ყველაფერს უნდა ვეთაყვანოთ და გავუფრთხილდეთ.
ვლადიმერ კაპანაძე IV კლასი

მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა
პანთეონი
მამადავითი
მტკვრის მარჯვენა მხარეს აღმართულია მთაწმინდა, ანუ მამადავითის მთა. ამ მთის სახელი წმინდა მამა დავით გარეჯელთან არის დაკავშირებული. ამავე მთის ფერდობზე მისი სახელობის ეკლესია. სწორედ ამ ეკლესიის ეზოშია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.
მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი არის ქართევი საზოგადო მოღვაწეების მარადიული სავანე. აქ დასაფლავებულია მრავალი პოეტი, მწერალი, გამოჩენილი ადამიანი, მათ შორისაა: ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, სერგო ზაქარიაძე, ზვიად გამსახურდია და სხვა. საფლავებს ქვემოთ, აივნის ქვეშ, დაკრძალულია ნინო ჭავჭავაძე გრიბოედოვი და მისი მეუღლე ალექსანდრე გრიბოედოვი.

მთაწმინდა
მაღლა ცის თაღთან, ღამის სიბნელეში,
მთაწმინდას დასცქერის გულსავსე მთავარე,
ციდან ნამავე ნ წვიმის წვეთები,
წმინდათა წმინდა მთაწმინდის კალთებს.
მამადავითი დასცქერის ილიას,
აკაკის, ვაჟას და გალაქტიონს
ნათელი მთვარის სხივები სწვდება
ქართველთ სალოცავს, უწმინდეს სიონს.
ღმეთი ზეციდან თავის შვილთ ლოცავს,
ქართველ მწერალთა საძმო სავანეს,
და ამ ქვეყნად ჩვენს სულსა კვებავს,
მათი ლექსები ტკბილიც, მშფოთვარეც.

ბერულავა მაკა მე–5 კლასი



,,მ თ ა წ მ ი ნ დ ა”
მთაწმინდა ძალიან ლამაზია. მთაწმინდა აღმართულია მაკლდონალდიდან სკოლამდე. მთაწმინდის უბანში ბევრი ღირს სჰესანიშნავი ადგილია. მაგალითად: ოპერა, რუსთაველის თეატრი, თბილისის მეტრო, თბილისის საჯარო სკოლა და პარლამენტი. მე ვიცი, რომ ოპერა ააშენა ერთმა განთქმულმა ინჟინერმა და მერიოტი კი ზურა გონაშვილმა. მთაწმინდა ყველა დროს არის ლამაზი მაგრამ უფრო ლამაზი არის ზამთარში რადგან ზამთარში იგი თეთრი ქათქათა თოვლით არის შემოსილი მთაწმიუნდაზე არის ღირსშესანიშნავი ადგილებია მაგალითად: მამადავითის ეკლესია, მთაწმინდის პანთეონი, ფუნიკოლიური პარკი და ბაღი. მამადავითის ეკლესიის პარკში ზაფხულში ძალიან ლამაზი ყვავილები ყვავის.მთაწმინდის პანთეონში არიან აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და ა.შ. მე ძალიან ვამაყობ რომ ასეთ კარგ უბანში ვცხოვრობ.
ნიკოლოზ გოგნაშვილი 09 XII 2008 წ .

ჩვენს ულამაზეს თბილის მამადავითის მთა ამშვენებს.მთაზე ასურელი მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია არის აშენებული. აქვეა ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონი, სადაც არიან დაკრძალულნი აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და ა.შ. უამრავ პოეტს და კომპოზიტორმა მიუძღვნა ნაწარმოები.მთწმინდა.მარტო გალაკტიონის მთაწმინდის მთვარე ან ლაღიძის თბილისო ეყოფოდა ამ მშვენიერ ადგილს. უმშვენიერესი მთაწმინდის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ის, რომ მთაწმინდიდან თბილისი ხელის გულივით ჩანს.
მარიამ ხარაბაძე 09.12.08 წ

“მთაწმინდა”
საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მტკვრის მარჯვენა მხარეს აღრმართულია მთაწმინდა, ანუ მამადავი-თის მთა. მთაწმინდაზე არის მამადავითის სახელობის ეკლესია. ეკლესიის ეზოში გამოჩენილი ქართველების პანთეონია. იქ ადის საბაგირო გზა, სადაც სატელევიზიო ანძა დგას მთაწმინდა თბილისში ერთ-ერთი მაღალი მთაა. პოეტებმა ძალიან ბევრი ლექსი მიუძღვნეს მთაწმინდას.მთაწმინდიდან კიდევ მოჩანს მტკვარი, ქუჩები და სახლები.მთაწმინდა ძალიან მოსწონთ ტურისტებს და ათვალიერე-ბენ ხოლმე. მთაწმინდა მშვენიერია ზამთარ ზაფხულში.ზამთარში ბევრი თოვლია და ყველაფერი გათეთრებულია.ზაფხულში კი, როცა ქალაქის ცენტრში ცხელა, მთაწმინდაზე სუფთა ჰაერია და გრილა. მთაწმინდის ქვემოთ კი ჩემი სკოლაა შეყუჟული.
გიორგი გორგაძე 9.XII.2008წ. 4კლ.


''მთაწმინდა”
ერთხელ მამამ ნიკო მთაწმინდაზე წაიყვანა.ადრე ნიკოსმთაწმინდა უბრალო ,მოცისფრო მთა და სხვადასხვა ფერადაბრჭყვიალებული სატელევიზიო ანძა ეგონა.მაგრამ მამამ ყველაფერი აუხსნა და ისიც უთხრა რომ მისისაყვარელი ლექსემისა და მოთხრობების ავტორები იყვნენპანთეონში დასაფლავებულები. ბიჭმა მამას ჰკითხა: ეს რა არისო?მამამ მიიხედმოიხედა და მამადავითის მონასტერი შენიშნა.ესეც დაწვრილებით აუხსნა. შიგნით შეიყვანა და იქაურობა დაათვალიერებინა. ბიჭმა ვეღარ მოითმინა და იმ სატელევიზიო ანძის,რომელიც მთელი მთაწმინდის დიდებულება ეგონა, ნახვა მოისურვა.მამამ წაიყვანა და დაათვარიელებინა თუ რა დიდი იყო სინამდვილეში. როცა მთაწმინდის დათვარიელებას მორჩნენ,მამამ ნიკო მთაცმინდის პარკში იქ გაერთო, ითამაშა და როცა მოსაღამოვდა სახლში დაბრუნდნენ.მერე მიხვდა ნიკო , რომ მთაწმინდა იყო მისი საყვარელიადგილი.

ანა კირვალიძე 9.12.2008 წელი მე–4 კლასი








მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს თავიანთი ნამუშევრები ნახატების სახით

No comments:

Post a Comment