Tuesday, December 16, 2008

ჩვენი სტუმრები და მთაწმინდელები

სტუმრად მტაწმინდა კრწანისის მაჟორიტარ
დეპუტატთან ბატონ არჩილ გეგენავასთან

#1 საჯარო სკოლაში ინფორმატიკის პედაგოგის ნანა ნოზაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე „ჩემი საცხოვრებელი ადგილი " . 24 თებერვალს სკოლის გუნდი „მთაწმინდა" პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ არჩილ გეგენავასთან, იგი პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ჩვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. მან თბილად მიგვიღო გუნდის ბავშვები, ჩავწერეთ ინტერვიუ, მივეღეს საჩუქრები. მომავლისთვის დაისახა ერთობლივი ღონისძიებები საქველმოქმედო ფონდ „ერთგულებასთან" ერთად.

- პირველად ბატონ არჩილს გავაცანით ჩვენი პროექტი. ჩვენ ბატონ არჩილს ვთხოვეთ, გაეხსენებინა პირველ სკოლაში სწავლის პერიოდი. ბატონმა არჩილმა გულისწყვეტით აღნიშნა, რომ ადრინდელი სკოლის შენობა ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე არის ახლა. ის დაინტერესდა ჩვენი სკოლის ფიზკულტურის დარბაზით და გაკვეთილების პროცესით. შემდეგ ბატონ არჩილს ვთხოვეთ გაეხსენებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი და მეზობლები. ბატონმა არჩილმა გაიხსენა ყმაწვილობის წლები, უბანი, თავისი ოჯახი, რომელშიც იგი ჩამოყალიბდა. ის ცხოვრობდა რუსთაველის N 38. გაიხსენა მეზობლებიც. თურმე მისი ეზო ინტერნაციონალური ყოფილა სადაც ცხოვრობდნენ სომხები, რუსები ქურთები და ა.შ. . მას კარგად ახსოვს თავისი მეზობლები. ამის შემდეგ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე მთაწმინდის უბანთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ იგეგმებოდა სხვადასხვა პროექტი. მაგრამ ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მოხდა შეფერხება. თუმცა პროექტები ისევ ხორციელდება. უმთავრესად დაგეგმილია ავარიული შენობების რეაბილიტაცია. ჩვენ ბატონ არჩილს ვთხოვეთ ოფიციალურ სტუმრების მიღების და ტურისტულ მარშუტებში ჩვენი სკოლაც ჩაერთო. სკოლაში მოსულ სტუმრებს პროექტში მონაწილე ბავშვები გავუწევთ გიდობას. ასევე ვაპირებს სამენოვანი ბროშურის დამზადებას. ბატონ არჩილს მოეწონა ჩვენი აზრი და დახმარებაც აღგვითქვა. საუბრის დასასრულს კი ბატონ არჩილს დიდი მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ ის და მისი ფონდი ,,ერთგულება” ახორციელებს პროექტს ,,ისტორიული სცენის აღდგენა პირველ სკოლაში”. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბატონი არჩილის მაგალითს სხვა პირველსკოლელებიც გამოეხმაურებიან. ბატონ არჩილს ბედნიერება და წარმატებები ვუსურვეთ. სამახსოვრო სურათები გადავიღეთ და დავემშვიდობეთ სცენის გახსნასა და ჩევნი პროექტის პრეზენტაციამდე

ომანიძე მარიკა



















ტურიზმისა და კურორტის
დეპარტამენტის უფროსის მოვალეეობის შემსრულებელი
ბატონი ბექა ჯაყელი


-რამდენი ტურისტი ჩამოდის თბილისში წელიწადში?
-ჩვენი გამოთვლებით, თბილისში საშუალოდ
300 ათასი უცხოელი ჩამოდის წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ მათი 20% ჩამოდის დასვენების მიზნით, ხოლო 60% ბიზნეს ვიზიტორია, თითქმის ყოველი მათგანი
ათვალიერებს ჩვენი დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს.
-თბილისის რომელი უბანი იწვევს ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს?
-ტურისტებს ძირითადად აინტერესებთ ძველი თბილისი მისი ეკლესიებით, მუზეუმებით, გოგირდის აბანოებით და ვიწრო ქუჩებით ჩუქურთმიანი ხის აივნებით.
-რომელია თბილისის ყველაზე მონახულებადი ადგილი?
ყველაზე მონახულებადი ადგილებია: ნარიყალა, ქართლის დედა, შარდენის ქუჩა, ჭრელი აბანოები, სიონის საკათედრო ტაძარი, ანჩისხატი, მეტეხის ციხე და ეკლესია, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მამადავითის სახელობის ეკლესია.
-თბილისის პირველი საჯარო სკოლა შესულია თუ არა თბილისის გზამკვლევში?

-თბილისის პირველი საჯარო სკოლა გზამკვლივში არ არის შესული
-თანახმა ხართ თუ არა, რომ რომ თბილისის პირველი საჯარო სკოლა შევიდეს თბილისის?

-თბილისის საჯარო სკოლა თითქმის ორ საუკუნოვან ისტორიას ითვლის, იგი აგრძელებს მემკვიდრეობას მიღებულ საუკეთესო ტრადიციებს. მისი თბილისის გზამკვლევში დამატება უზრუნველყოფს დედაქალაქის ახალი კუთხის წარმოჩინებას.


-თანახმა იქნებით თუ არა, თბილისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაუწიონ გიდობა სკოლის უცხოელ დამთვარიელებლებს?
-თბილისის პირველლი საჯარო სკოლის მოსწავლეების გიდობა სახალისო იქნება როგორც ტურისტებისათვის, ისე მოსწავლეებისათვის.
ესაუბრა მე-6 კლასის მოსწავლე - ალექსანდრე ბეჟაშვილი







ინტერვიუ რუსთაველის თეატრის მსახიობთან
მარი ჯანაშიასთან
მოგეხსენებათ, რომ ,,რუსთაველის თეატრი – მდებარეობს მთაწმინდის უბანში. ჩვენც გადავწყვიტეთ თეატრზე ინფორმაციის მოძიება. გვსურდა რუსთაველის თეატრის მსახიობ ქალბატონ მარი ჯანაშიასთან გასაუბრება. მან ჩვენ მის ახალ სპექტაკლზე: ,,გედის სიმღერა" დაგვპატიჟა. სპექტაკლი ძალიან მოგვეწონა. ქალბატონმა მარინამ შეგვიპატიჟა საგრიმიოროში. ჩვენი პირველი კითხვა იყო:

- რამდენი წელია, რაც რუსთაველის თეატრის მსახიობი ბრძანდებით?
- მე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ 1971 წლიდან.
- რა როლს თამაშობს თეატრი თქვენს ცხოვრებაში?
- ადრე ჩემს ცხოვრებაში მთავარი იყო თეატრი და შემდეგ ოჯახი. ახლა პირიქითაა, ჩემთვის მთავარია ოჯახი და შემდეგ თეატრი, მაგრამ თეატრი მაინც ჩემი ცხოვრებაა.
- ქალბატონო მარინა, თქვენ თამაშობთ სპეკტაკლში: ,,მოხუცი ჯამბაზები" რა შეგრძნებაა ასეთი ადამიანების გვერდით სცენაზე დგომა?
- ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ის, რომ იმ არაჩვეულებრივი, მართლაც რომ, ლეგენდარული ადამიანების გვერდით მომიწია დგომა.
- რომელი იყო თქვენი საყვარელი როლი, მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ?
- ეს იყო მარტირიო-გარსია ლორკა, რომეო და ჯულიეტა.
- რას ანიჭებთ უპირატესობას, კინოს თუ თეატრს?
- თეატრს, რადგან მე თეატრის მსახიობი ვარ.
- რამდენადაა ახლოს თქვენს პიროვნებასთან თქვენი როლები?
- მსახიობი იმდენი საათი მუშაობს თითოეულ როლზე რომ მისთვის ყველა როლი ძალიან ახლოსაა.
- რას ფიქრობთ რამდენად დადის რუსთაველის თეატრში ახალგაზრდობა?
-ახალგაზრდობა დადის თეატრში და ეს მე ძალიან მიხარია, რადგან იყო დრო, როდესაც მარტო დიდები დადიოდნენ თეატრში.
- ცხოვრებაში თუ დგება მომენტი, როცა გადგებათ თქვენი პროფესია?
- არა. მე არასდროს არ ვიყენებ ჩემს პროფესიას. პირიქით მე თუ აქ არ დავტოვე ჩემი პროფესია ვეღარ ვიცხოვრებ, მაგრამ როდესაც ქუჩაში მივდივარ და კომპლიმენტს მეუბნებია, ან მცნობენ, ძალიან მიხარია.
- რა უფრო ადვილია, დადებითი თუ უარყოფითი როლების შესრულება?
- ყველა როლი ერთნაირი შესასრულებელია. მაგრამ უფრო საინტერესოა უარყოფითი როლების შესრულება.
-იქნებ, გვითხრათ ვინ არის თქვენი საყვარელი პარტნიორი. რომელ სპექტაკლში გრძნობდით თავს ყველაზე კარგად?
“მოხუც ჯამბაზებში” ვგრძნობდი თავს ძალიან ბედნიერად.
დიდი მადლობა, ქალბატონო მარი. ძალიან დაგვეხმარეთ. ახლა თუ შეიძლება სამახსოვრო ფოტოც გადავიღოთ . . .



ცნობილი მთაწმინდელები

მთაწმინდის უბანში უამრავი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს.
ისტორიულ უბანში მცხოვრები ცნობილი ადამიანები მე–18, მე–19, მე–20, საუკუნის თბილისის ისტორიას და შეიძლება ითქვას საქართველოს ისტორიას ქმნიდნენ.
დღეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ადამიანი შეიძლება ნახოთ ჩვენს უბანში, ყველას რა თქმაუნდა ვერ გავიხსენებთ. მთაწმინდელები არიან თემურ ვეფხვაძე –მათემატიკოსი. გურამ ქავთარაძე – მსახიობი. გიორგი ახვლედიანი – ჟურნალისტი.
აკაკი ასათიანი – პოლიტიკოსი. მერაბ სეფაშვილი – მომღერალი.
ნათია ლაზაშვილი – ჟურნალისტი. რამაზ ჩხიკვაძე – მსახიობი.
მაკა მახარაძე – მსახიობი. ნატა მურვანიძე– მსახიობი.
თემურ პეტრიაშვილი – მწერალი. ნოდარ ჯანდიერი– მუსიკოსი და სხვა.
ჩვენ შევხვდით ზოგიერთ მათგანს და გავესაუბრეთ:

ლიანა შეწირული

გთავაზობთ ინტერვიუს ლიანა შეწირულთან რომელიც მთაწმინდელია და 3
ათეული წლის მანძილზე იყო პირველი სკოლის დირექტორი




მე ვარ დავით ტაბიძე. ვსწავლობ თბილისის პირველ საჯარო სკოლის მე–8 კლასში და ვცხოვრობ მთაწმინდაზე. მონაწილეობას ვიღებ პროექტში ''ჩემი საცხოვრებელი ადგილი“ პირველი სკოლის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გადავწყვიტე, რომ საინტერესო იქნებოდა სკოლის ყოფილ დირექტორ ქალბატონ ლიანა შეწირულ თუ გავესაუბრებოდი და დამესვა ორიოდე კთხვა, თავიდან ვფიქრობდი, რომ ამას ვერ მოვახერხებდი მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ის სიამოვნებით დამთანხდა.
ქალბატონმა ლიანა თავიდან თავის დირექტორობის წლებზე მესაუბრა და მითხრა, რომ ჩვენი სკოლა დაარსდა 1802 წელს. ხოლო თვითონ კი მას ხელმძღვანელობდა 1973 წლიდან მაშინ, როდესაც ბატონი ნიკოლოზ კიკვაძე წავიდა სკოლიდან, გავიდა პენსიაში. ის
31 წელი მართავდა სკიოლას და ის 2005 წელს სკოლიდან წავიდა,
- ჩვენმა სკოლამ მრავალი ცნობილი სახეები გამოზარდა და ისინი დღესდღეობით პარლამენტარები არიან: დავით ბაქრაძე, ლაშა ჟვანია, ნიკა გიალური, გიგი უგულავა და სხვა.
ქალბატონი ლიანა შეწირული ამჟამად არ მუშაობს მაგრამ კვლავ გახლავთ პირველი საჯარო სკოლის სამეურვრო საბჭოს წევრი.
ამ საუბრის დროს მე ქალბატონ ლიანას ვთხოვე მოეყოლა საინტერესო ამბავი ან მოგონება.
მან მითხრა, რომ სკოლა არ არსებობს მოგონებების გარეშეო და დაიწყო მოყოლა. ის იხსენებდა პერიოდს, როდესაც სკოლას ესტუმრა ბატონი ჯაჯუ ჯორჯიკი.
- ჩემს მეხსიერებაში შემორჩა მოგონებები რომლის დავიწყება შეუძლებელია, ამბობს თვალებზე ცრემლმომდგარი ქალბატონი ლიანა. იმ დროს ქიმიას ასწავლიდა მკაცრი ქალი ნინო ვარდიაშვილი. ერ
დღეს ბატონი ჯაჯუ კლასებსში დადიოდა და ბავშვებისა დასწრებას ამოწმებდა რადგან ომიანობის პერიოდი იყო, სკოლაში ციოდა და შუქობა იყო. ბატონ ჯაჯუს დერეფანში სიარულის დროს ერთ-ერთი კლასიდან ხმა შემოესმა
სადაც ნინო ვრდიაშვილი მოსწავლეს ეჩხუბებოდა. ჯაჯუმ კარები შეაღო და მასწავლებელმა უთხრა: ან მე ან ეს ბავშვი ამ სკოლაშიო. ჯაჯუმ ბავშვი თავის კაბინეტში წაიყვანა და კარი გადაკეტა. ბავშვმა იფიქრა რომ
ხლა საშინლად დამსჯიანო ამის ნაცვლდა კი ბატონმა ჯაჯუმ უჯრა გააღო იქიდან ამოიღო გაზეთი, რომელშიც რაღაც იყო გახვეული. ჯაჯუმ გაზეთი გახსნა და ცივი მჭადი და ყველის ნაჭერი ამოიღო. ეს ყველაფერი მან ორად გაყო ნახევარი ბავშვს მისცა დანარჩენი კი თვითონ დაიტოვა და უთხრა: ჩვენ ალბად ორივე მშიერი ვართო. ეს ბიჭი ეხლა კი გაზრდილი და ცხოვრების გზაზე გასული ამბობს რომ ის შევიდა სხვა და გამოვიდა სრულიად სხვა ადამიანი.
ამ ყველაფრის შემდეგ ქალბატონმა ლიანა შეწირულმა იგრძნო რომ დასჯის მეთოდზე უფრო ახალგაზრდის სულში ჩახედვა სჭრის.


მთაწმინდელი – მაგული ფატიანთან
გამარჯობათ მე ანა ვარ ბაკურია მთაწმინდაზე ვცხოვრობ და ვარ გუნდი”მთაწმინდია” წევრი თქვენთვის ალბათ საინრეესო იქნება ჩემს ბებოსთან მაგული ფატიანთან გასაუბრება რომელიც დიდი ხანია მთაწმინდაზე ცხოვრობს.
- პირველ რიგში ხომ არ გვეტყვით რამდენი წლის ხართ??
- მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ ინტერვიუ ჩემგან იღებთ, მე 60 წლის ვარ.
- რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობთ??
- დაახლოებით 1968 წლიდან გადმოვედი აქ საცხოვრებლად.
- მანამდე სად ცხოვრობდით??
სანამ მთაწმინდაზე გადმოვიდოდი საბურთალოზე ვცხოვრობდი.
- როგორც ვიცი თქვენ ბევრი სახლი გაქვთ, მ,აგრამ რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?
რა თქმა უნდა მთაწმინდის სახლი, რომელშიც ჩემი ნახევარი ცხოვრება გავატარე.
- თქვენი შვილი პატარა რომ იყო სად დაგყავდათ სასეირნოდ, ცოტა რომ წამოიზარდა რომელ სკოლაში შეიყვანეთ?
ჩემი შვილი დაბადებიდანვე აქ ცხოვრობს. სასეირნოდ დამყავდა სულხან-საბას ბაღში, ფუნიკულიორზე, ავდიოდით და ვსეირნობდით საბაგიროთი. როდესაც ჩემი შვილი წამოიზარდა 42-ე სკოლაში სწავლობდა.
- სანამ აქ გადმოხვიდოდით, ვინმე გამოჩენილი ადამიანი ხომ არ ცხოვრობდა?
დიახ, მხატვარი ფარაჯანოვი, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს.
- რომ გადმოხვედით ახალ მეზობელს ძველი მეზობლები როგორ შეგხვდნენ?
თავიდანვე კარგად შემხვდნენ და ეხლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს.
- გმადლობთ ინტერვიუსთვის.
როგორც ინტერვიუდან ჩანს ჩვენი სახლი საკმაოდ ცნობილი მხატვრის ყოფილა 1968 წლამდე მე ეს არც კი ვიცოდი, დღეიდან
ალბათ სულ სხვანაირად შევხედავ ჩვენს სახლს.





No comments:

Post a Comment