საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცის ქვეშაა მოწყობილი. მისი დაარსების ისტორია მომდინარეობს XIX საუკუნიდან, როდესაც 90-იან წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიზრახა თბილისში აეშენებინა ქართველ მოღვაწეთა პანთეონი. ფართო საზოგადოება ინტერესით შეხვდა წამოწყებას და შეძლებისდაგვარად სწირავდა სახსრებს საზოგადოებას პანთეონის ასაგებად. სამწუხაროდ, კარგი წამოწყება განუხორციელებელი დარჩა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ძალით დამყარებამდე, ვიდრე პირველსავე წლებში დიდუბის ეკლესიის ეზოში საფუძველი არ ჩაეყარა პირველ პანთეონს.
1915 წელს იქ აკაკი წერეთლის ნეშთი უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ეს, რატომღაც, მაშინ არ მომხდარა. მხოლოდ 1929 წელს რუსი მწერლის, ა.გრიბოედოვის, გარდაცვალების 100 წლის თავზე გამოცხადდა ოფიციალურად მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის ეზო საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე ა.გრიბოედოვს ანდერძიც კი დაუტოვებია -მთაწმინდაზე დამასაფლავეთო. სწორედ ა.გრიბოედოვის საფლავის მღვიმით იწყება პანთეონზე საფლავები. მის გვერდით განისვენებს რუსი მწერლის მეუღლე-ნინო ჭავჭავაძე – გრიბოედოვისა.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით,
საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცისქვეშ არის მოწყობილი.
აქ ერთმანეთის გვერდითაა ჩამწკრივებული ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავები.
აი, ილია ჭავჭავაძე – საქართველოს უგვირგვინო მეფე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის სულიერი და კულტური ცხოვრების ყველა სფეროში, მის საფლავზე დგას ძეგლი – დამწუხრებული ქალის ბრინჯაოს ფიგურა-მწუხარე საქართველოს სიმბოლო. ძეგლი პარიზში დაამზადა ახალგაზრდა ქართველმა მოქანდაკემ, იაკობ ნიკოლაძემ.
უცხოობაში უდროოდ გარდაცვლილი ჩინებული რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ნეშტი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს. იგი დასაფლავებული იყო დიდუბის პანთეონში, 1938 წლიდან კი მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
მის კალამს ეკუთვნის ამ სავანისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ლექსი “შემოღამება მთაწმინდაზე”.
სახალხო მგოსნის, საქართველოს “ბულბულის”, მრავალმხრივი შემოქმედის – აკაკი წერეთლის საფლავზე დგას პროფ.დ.კაკაბაძის პროექტით შექმნილი ძეგლი, რომელიც ჩანგით არის შემკული.
მთის მგოსანი, ვაჟა–ფშაველაც, თავდაპირველად დიდუბის პანთეონში იყო დაკრძალული, 1936 წელს კი მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს. პოეტის საფლავზე დადგმული ძეგლი კლდის ფორმისაა, რომელიც იმ მთების სიმბოლოა, რომლის მომღერალიც და ღირსეული შვილიც გახლდათ პოეტი. პოეტის, დრამატურგის, რედაქტორის, დავით ერისთავის ძეგლზე ამოკვეთილია ამ ერისკაცის დაკრძალვისას აკ.წერეთლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: “ღირსმა ერის ძემ, თვით ერისთავმა, სამშობლოსთვის დასდგა “სამშობლო”. გამოჩენილ პიროვნებათა გალერეა გრძელდება: აი, დავით კლდიაშვილი – ქართული რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, (სახალხო მგოსანი), შემოდგომის აზნაურთა პორტრეტების უბადლო მძერწავი. დიმიტრი ყიფიანი – გულმხურვალე პატრიოტი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი და პუბლიცისტი, მთარგმნელი. იგი, როგორც ვიცით, ქართველთ მოძულე ეგზარხოსის – პავლეს წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისთვის სტავროპოლში გადაასახლეს, 1887 წელს კი მოკლეს შავრაზმელებმა. აკ.წერეთელმა მას უძღვნა ცნობილი ლექსი “განთიადი”: “...მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამა დავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს.”
ჩვენთვის,პატარებისათვის, გამორჩეულად საყვარელი, გამოჩენილი პედაგოგი, სასკოლო სახელოვანელოების კლასიკური ნიმუშების – “დედაენის”, ”ბუნების კარის”, “რუსკოე სლავოს” – ავტორი, პოპულარული საზოგადო მოღვაწე, იაკობ გოგებაშვილი.
ანასტასია თუმანიშვილი- წერეთლისა- საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ
“ჯეჯილის” დამაარსებელი რედაქტორი
ვასილ ბარნოვი – ისტორიულ თემებზე შექმნილი ქართული პროზის
გამოჩენილი ოსტატი, საზოგადო მოღვაწე
ნიკო ნიკოლაძე – ცნობილი პუბლიცისტი, მოაზროვნე, კრიტიკოსი,
ქართველ სამოციანელთა მოწინავე დემოკრატიული ინტელინგეციის
ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი.
იოსებ გრიშაშვილი – თბილისის მეხოტბე, სახალხო პოეტი, აკადემიკოსი.
მის საფლავს ამშვენებს ძეგლი, რომლის ავტორები არიან: ალექსიძე და შალვა დავითაშვილი
შალვა დადიანი – მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, მსახიობი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე.
გიორგი ლეონიძე - ქართული პოეზიის ბერმუხა, აკადემიკოსი, სახალხო პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურიეატი, ლიტერატურული
გამოკვლევების ავტორი.
გალაქტიონ ტაბიძე -პოეზიის უგვირგვინო მეფე, სახალხო მგოსანი,
ახალი ქართული ლექსის ფუძემდებელი, ნოვატორი, ქართული პოეზიის მშვენება, რომელმაც მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
ლეო ქიაჩელი -ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,ლომისის” რედაქტორი, კინოსცენარისტი.
სიმონ ჩიქოვანი - გამოჩენილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომელსაც გ.ლეონიძემ ,,ახალი პოეზიის ჩუქურთმის მჭრელი” უწოდა.
იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა
კავშირს.
პანთეონის მკვიდრთა შორის არიან მეცნიერების კორიფეები, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა,
ნიკოლოზ ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია. იქვე განისვენებს სკულპტურული პორტრეტის ოსტატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, იაკობ ნიკოლაძე. ოდნავ მოშორებით არის ფერწერის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრის, ლადო გუდიაშვილის, საფლავი.
აქვე განისვენებენ ხელოვნების თვალსაჩინო წარმოდგენლები, რომლებმაც პანთეონში ჰპოვეს სამუდამო ძვალთშესალაგი. ესენი არიან:
კოტე მარჯანიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე.
დასასრულ, წარმოგიდგენთ კიდევ სამ ხელოვან მამულიშვილს, რომლებმაც ბოლო წლებში დაიდეს ბინა მთაწმინდის პანთეონში:
მერაბ კოსტავა- ეროვნული გმირი,
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ეროვნული თანამებრძოლი, მასთან ერთად ჩაბმული ადამიანის უფლებების დაცვის და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. საქართველოს ეროვნულ- გამათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი ლიდერი, სამშობლოდან დევნილი, ზვიად გამსახურდია, მისი ნეშტი შარშან
გადმოასვენეს ჩეჩნეთიდან და მიაბარეს მშობლიურ მიწას.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი- საქართველოს ეროვნულ- გამათავისუფლებელ მოძრაობის ლიდერი, მე-11 არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში გადაიხვეწა. იგი ლევილის ქართული ემიგრაციის სასაფლაოდან გადმოასვენეს მთაწმინდის პანთეონში.
აქ თავის დროზე ამოსულან: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ოსტროვსკი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ამერიკელი მწერალი თეოდორ დრაიზერი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწენი. მთაწმინდაზე ა. ს. გრიბოედოვის საფლავი მოუნახულებიათ: ა. პუშკინს, მ. ლერმონტოვს, ლ. ტოლსტოის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის, ა. ოდოევსკის და სხვებს. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.
რუსთაველის თეატრი
შენი დავალება პირნათლად შევასრულე. დღეს ე.ი კვირას ავედი ლიკანში. პირველი ნაცნობი, რომელიც სანატორიუმის ტერიტორიაზე Sემხვდა, აკაკი ვასაძე იყო. ვუთხარი შენი დანაბარები, ასე მითხრა, სუდეიკინის ნახატი კიბეების ჩასასვლელის გვერდით კედელზე იყოვო, მის მოპირდაპირედ გუდიაშვილიო. სუდეიკინს მწერლები ჰყავდა დახატული, გრ. რობაქიძე და სხვებიო. ამიტომ ბერია გვადგა თავზე და ჩამოგვაფხეკინა, ახმეტელის დრო იყოო. ყველაფერი პარტიზანულად შემოვიარეთო, და ის ნახატებიც ჩამოვფხიკეთო. ბოძებზე ქიმერები იყო დახატული, რის გამოც ერქვა “ქიმერინი”– ო. ისე საინტერესო არაფერიაო. მე მგონი, ცოტა დაბნეულად მელაპარაკა. მერე ნათელაც რომ ვნახე, იმანაც მითხრა, არაფერი ეხსომება, ჯობდა გუდიაშვილისთვის კითხვაო. დანარჩენი შენ იცი, აქ ორი დღეა, რაც ვართ და სიგრილეს მაინც და მაინც ვერ ვგრძნობთ, ლიკანშიც ცხელოდა, საღამოს არა უშავს, რასაკვირველია, თბილისს არ შეედრებ, მარა მაინც ამბობენ, სიცივეები იყო აქამდეო. ჩვენ კარგად მოვეწყვეთ. ოთხ საწოლიანი ოთახი ავიღეთ. ერთი საწოლი თადარიგში გვაქვს, ვინმე რომ ჩამოვიდეს. თუ მოგესურვა ჩამოსვლა ჩამოდი რამდენიმე დღით შეგვიძლია მიღება. მეოთხე სართულზე ვართ, მაგრამ დაგვპირდნენ გამოცვლას ქვედა სართულზე. თუ რამე დაგჭირდეს, ლალის დააბარე, ალბათ შემდეგ შაბათს ჩამოვა.
გკოცნი გოგუცა.” 4.8.74.
მარიამ გოგუცა აგიაშვილის წერილი ლალი ყურულაშველისადმი.
1957 წლის 1 იანვრიდან მწყობრში ჩადგა პარკის ტერიტორიაზე აღმართული თბილისის სატელევიზიო ანძა, რომლის სიმაღლე 180 მეტრი იყო. ტელევიზიის პირველი, 60 კვადრატიული მეტრი ფართობის მქონე სტუდია. 1974 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო ახალმა 274,5 მეტრი სიმაღლის კოშკმა. ტელევიზიის სტუდია კი მოთავსდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე აგებულ ახალ შენობაში. ახალი სატელევიზიო ანძის აშენების შემდეგ მთის ფასადი კომპოზიციურად შეიკრა.
,,ქრისტიანებო,კანონი ბრალდებულს არ ასამართლებს , სანამ არ მოუსმენს მას,მით უმეტეს, მაშინ, როდესაც დამნაშავეს სიკვდილი მოელის, მაგრამ რა შეიძლება დამნაშავემ თქვას თავის გასამართლებლად , როდესაც მან არაფერი იცის?! დაე, თვით ყრმამ ამხილოს მამა და მიუთითოს დამნაშავეზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მის გაჩენაში.’’ მოხუცი მისულა მარიამთან, კვერთხით სამჯერ შეხებია ქალის მუცელს და წარმოუთქვამს : ,, ყრმავ,უთხარი ამ უმადურ ხალხს, ვინ არის შენი მამა.‘’ ჩვილს უპასუხია : ,, ჩემი მამა მუსაა, ხოსროს შვილი.’’ შეკრების ადგილზე ცილისმწამებელ ქალს ქვა უშვია. ხალხს და მეფეს, რომლებიც განცვიფრებული შეჰყურებდნენ სასწაულმოქმედ მოხუცს, გადაუწყვეტიათ, სასწაულის ადგილზე აეშენებინათ ეკლესია,საეკლესიო შენობის საძირკველში ჩაეტანებინათ მარიამის მიერ შობილი ქვა და ის ქვებიც, რომლითაც ქრისტიანებს დავითის ჩაქოლვა უნდოდათ. ეკლესიას ეწოდა “ქვა-შუა”, “ქვაშუეთი”, "ქაშვეთი”. ეს მცირე მოცულობის ეკლესია ადრეული ქრისტიანობის ქართული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენდა მას XVIII საუკუნემდე.
მამადავითის ეკლესია
მთაწმინდის პარკის საჰაერო-საბაგირო
გზა დღეს ბომბორას პარკთან აგიყვანთ
მთაწმინდის პარკთან დაკავშირება გადაწყდა არა სამთო-საბარგო, არამედ საჰაერო-საბარგო საგზავრო გზით.
1958 წლის დასაწყიში, თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაიწყო თბილისში პირველი საჰაერო-საბარგო სამგზავრო გზის მშენებლობა. პროექტი დამუშავდა შახტების დაპროექტების საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში, ხოლო გზის ტექნოლოგიური ნაწილი–ტრექტ ,,ჭიათურ-მარგანეცში,, ცნობილი ინჟინერი გ. ფანცულაიას ხელმძღვანელობით. გზის პროექტის ავტორია მ. ქებულაძე, არქიტექტურა ქ. ჩხაიძეს ეკუთვნის.
გზის ტექნიკური მონაცემები ასეთია: გზის დახრლი სიგრძე – 900 მეტრი, ზედა და ქვედა სადგურების დონეთა სხვაობა – 300 მეტრი. ტრასაზე სამი საყრდენი დგას,
უდიდესი მალის სიგრძე 660 მეტრია. გზაზე ორი ვაგონი მოძრაობს 30 კაცის ტევადობით. ცარიელი ფაგონის წონა 1200 კილომეტრია. მოძრაობის სიჩქარე – 6 მეტრი წამში, ასვლა _ჩამოსვლას სჭირდება 6 წუთი. სარელსო ბაგირის დიამეტრი 45 მილიმეტრია.
ქვედა სადგურის შენობა ორიგინალურ სტილშია გადაწყვეტილი. აქ კიბეების ნაცვლად მოწყობილია პანდუსები. მუშაობს ლიფტიც. საჰაერო-საბარგო გზა–რუსთაველის მოედანი- მთაწმინდა ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წლის ოქტომბერში.
დღეს, სამწუხაროდ საჰაერო–საბაგირო გზა არ მუშაობს;
ეროვნული ბანკი
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. ძლიერი ცენტრალური ბანკი და მისი გამართული საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მყარი გარანტიაა. საქართველოში ცენტრალური ბანკის ისტორია სათავეს 90 წლის უკან იღებს. 1919 წლის 31 დეკემბერს, მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ". დემოკრატიული საქართველოს ცენტრალური ბანკის პირველი თავმჯდომარე, იასონ ლორთქიფანიძე, ჯერ კიდევ 1919 წელს აცხადებდა, რომ ცენტრალური ბანკი საქართველოში უნდა იყოს არათუ უმთავრესი, არამედ ერთადერთი რეგულატორი ფულის ტრიალისა. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა: მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, გაცვლითი კურსის პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მართვა, ეკონომიკის ფულის ნიშნებით უზრუნველყოფა, საგადასახადო სისტემების მართვა-ოპერირება და სხვა.
პარლამენტი
ინტერვიუ #50 სკოლის მასწავლებელთან
გამარჯობათ, ჩვენ ვართ1 საჯარო სკოლიდან და დღეს გავესაუბრებით 50-ე სკოლის მასწავლებელს და საინფორმაციო მენეჯერს ქალბატონ ნაირა ბახს.
-ქალბატონო ნაირა გვიამბეთ რაიმე თქვენი სკოლის შესახებ!
-- ჩვენი სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაარსდა. თავიდან იგი კერძო საცხოვრებელი სახლი იყო, რომელიც ცნობილ ვაჭარს ეკუთვნოდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აქ პატარა სასწავლებელი განთავსდა.
ჩვენი სკოლა ძალიან ისტორიული სკოლაა, ამ სკოლაში იყო შექმნილი უნივერსიტეტის ბაზაზე 1-ლი საშუალო სკოლა. შემდეგ სახელი შეეცვალა რამდენიმეჯერ. ჯერ ერქვა 39 სკოლა, შემდეგ მე-3 ექსპერიმენტული სკოლა, ახლა - კი-50-ე საჯარო სკოლა ჰქვია.
- ვინ იყო თქვენი სკოლის პირველი დირექტორი?
- -ჩვენი სკოლის პირველი დირექტორი იყო ჯავახიშვილი, ამჟამდ
კი არის ქალბატონი - მანანა ალიბეგაშვილი.
ქალაქისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტს, რომლის ისტორია თბილისში
XIX საუკუნეში იწყება. 1870 წელს ქალაქში 439 ორცხენიანი და 117 ერთცხენიანი ეტლი ყოფილა. 1883 წელს ამოქმედდა “კონკა”-ცხენის რკინიგზა, რომელიც 1904 წელს ტრამვაიმ შეცვალა.
1966 წელს თბილისში მწყობრში ჩადგა მეტროპოლიტენი, რომელმაც მალე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებლებით ყველა სხვა სახის ტრანსპორტს მნიშვნელოვნად გაუსწრო. ბოლო წლებში ქალაქში მოძრაობს უამრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა, რომლებიც დიდადა აფერხებენ მაგისტრალურ ქუჩებში გადაადგილებას.
ამჟამად, თბილისის ქუჩების რაოდენობა 24 ათასს აჭარბებს. მათი საერთო სიგრძე 11 ათასი კილომეტრია.
მას შემდეგ ოპერის სცენაზე მრავალი სპექტაკლი ოპერა დაიდგა. დღეს თეატრს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს: გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს რეჟისორი დავით საყვარელიძე, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი.
2004 წელს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, სრულიად ახალი ძალებით დაკომპლექტდა გუნდის 40 და ორკესტრის 70 პროცენტი. ორკესტრში დაკავებულია 126 მუსიკოსი. თეატრში სამუშაოდ მოწვეულნი არიან ახალგაზრდა კონცერტმაისტერები, გაიზარდა მომღერალი-სოლისტების რიცხვი.
2004-2006 წლებში განხორციელდა რამდენიმე პრემიერა - ვერდის “აიდა”, “რეკვიემი”, დონიცეტის “დონ კასკუალე”, განახლებული სახით დაიდგა მოცარტის “დონ ჯოვანი”, მასკანის “სოფლის ღირსება”, ვერდის “დონ კარლოსი”, “ბალ-მასკარადი”, ბალეტები - სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი (“წამი გარდასახვამდე”, “Green”, “სიზმრები იაპონიაზე”), ლუდვიგ მინკუსის “დონ კიხოტი”, ფელიქს მენდელსონის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, ლეონარდ ბერნსტაინის “ლეა”, ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები, აგრეთვე, ჩაიკოვსკის “გედების ტბა”, ფერდინანდ ჰეროლდის “ამაო სიფრთხილე”, გაიმართა ლადო ათანელის საიუბილეო კონცერტი “10 წელი მსოფლიო სცენებზე”, ოთარ თაქთაქიშვილის, მაია თომაძის ხსოვნის საიუბილეო საღამოები, ახალი 2006 წელი თეატრის ორკესტრთან ერთად საზოგადოებას მიულოცეს ეთერ და ნატო ჭყონიებმა, მოცარტის “დონ ჯოვანს ერთ-ერთ წარმოდგენაში მთავარი როლები განასახიერეს იტალიელმა მომღერლებმა.
ნინო ანანიაშვილი აქტიურად თანამშრომლობს ინგლისის სამეფო თეატრთან (ჩოვენტ გარდენ).
დასის რეპერტუარში ეშტონის ორი ბალეტია - "ამაო სიფრთხილე" და "ორი მტრედი". სრულიად ახალი რედაქციით დაიდგა კლასიკური ბალეტები - "გედების ტბა", "ჟიზელი", “დონ კიხოტი". განხორციელდა "რომეო და ჯულიეტას" ლეონიდ ლავროვსკისეული ვერსია. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ცნობილი ქორეოგრაფები: მიხეილ ლავროვსკი, ფრენკ ანდერსენი, ალექსანდრე გრანტი, ბარტ კუკი, დენის ბონერი, მარგარეტ ბარბიერი, თრეი მაკინტაერი, ალექსეი ფადეეჩევი, ალექსეი რატმანსკი, იური პოსოხოვი, ბენ სტივენსონი; მასტერკლასებს სისტემატიურად ატარებენ ირინა კოლპაკოვა, მარია კალეგარი, ევა კლობორგი, ემილიო მარტინსი, ტატიანა რასტორგუევა, ანდრეი კუდელინი, დიმიტრი კორნეევი, იულია მალხასიანცი; საბალეტო სპექტაკლებისათვის დეკორაციებსა და კოსტიუმებს ქმნიან: ალექსანდრე ვასილიევი, ვიაჩესლავ ოკუნევი, დავით მონავარდისაშვილი, ნათია სირბილაძე; სპექტაკლებს თბილისში ხშირად დირიჟორობენ სერგეი სტადლერი, ალექსანდრე სოტნიკოვი, რობერტ კოული: დღეს დასთან მუშაობენ თეატრის წამყვანი სოლისტები, ამჟამად კი კი პედაგოგ-რეპეტიტორები: მარინა ალექსიძე, ირინე ჯანდიერი, სვეტლანა გოჩიაშვილი, ლილიანა მითაიშვილი, ნუკრი მაღალაშვილი, მაია ზურაშვილი; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან ხშირად გამოდიან ანდრეი უვაროვი, სერგეი ფილინი, იგორ ზელენსკი, ანხელ კორელა, მარია ალექსანდროვა, ნადეჟდა გრაჩოვა, გალინა სტეპანენკო, სებასტიან კლობორგი.
No comments:
Post a Comment