Tuesday, December 16, 2008

მთაწმინდა



16 ივნისს მოეწყო პროექტის პრეზენტაცია
სამახსოვრო სიგელები გადაეცა პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს

იხილეთ ფოტო მასალა










,, ... მთაწმინდა ერის სინდისია, მისი ისტორიის თავფურცელია,”
ლადო გუდიაშვილი. თბილისის პირველი საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ პროექტს "ჩემი საცხოვრებელი ადგილი", მთაწმინდის უბანს.
გუნდი "მთაწმინდა" მთაწმინდის გუნდმა გადაწყვიტა მთაწმინდის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პროექტის გაკეთება მთაწმინდაზე ...იქ (მთაწმინდაზე) ამოდის საქართველოს დიდების მზე და იგი ერთიანად ათბობს დიდსა და პატარას, ადგილობრივსა და უცხოელს”.
ნიკო სუხიტაშვილი

პედაგოგები
ნანა ნოზაძე–ინფორმატიკის პედაგოგი
ეკა კვიციანი – ხელოვნების პედაგოგი
ლიზი ბუცხრიკიძე– ისტორიის პედაგოგი
ქეთი ჩხიკვაძე – გეოგრაფიის პედაგოგი
ცისანა ბურჯანაძე – ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგი
ჩვენი გუნდი:
ელბაქიძე ელენე - მე–6 კლასი, კვარაცხელია ნიკა - მე–6 კლასი, ერაძე ბიძინა - მე–6 კლასი, გრძელიშვილი ირაკლი - მე–8 კლასი, ტაბიძე დათო - მე–8 კლასი, მაღლაკელიძე ზურა - მე–6 კლასი, ბურდულაძე გეგა- მე-6 კლასი, ბლიაძე დათო- მე-7 კლასი, გერსამია გიორგი -მე-7 კლასი, ელისაშვილი მარიამი- მე-7 კლასი, ერიშვილი ეკა- მე-7 კლასი, დემეტრაძე თაყა- მე-6 კლასი, ქორიძე სანდრო- მე-6 კლასი , ბეჟაშვილი ალექსანდრე- მე- 6 კლასი, მესხი ნიკა- მე-7 კლასი, მურუსიძე მარიამი -მე-6 კლასი, ახალბედაშვილი მარიამი- მე-6 კლასი, გუჩუა თინათინი - მე 6, ნიკოლაძე ანა - მე-6 კლასი, გაბრიჭიძე მარიამი - მე-6 კლასი , ბაკურია ანა- მე-6 კლასი, გვიმრაძე ელენე -მე-9 კლასი, გუგუნავა ნინო -მე-9 კლასი. ომანიძე მარიკა-მე-9,
მიქაუტაძე სალომე-მე-9;

წმინდა მთა


ათონის მთა და ივერთა მონასტერი


ათონის მაღალ მთაზედა
მთაწმინდად სახელდებუსა,
სადაცა უდაბნოებსა
და ტაძრებს წმინდად
გებულსა
რიცხვი არა აქვთ, იქ ლავრა
დაუდებელი ფასისა,
ყველაზე პირველი არის
დიდისა ათანასისა”

ასე აგვიწერს აკაკი წერეთელი ,,თორნიკე ერისთავში” იმ ადგილს , სადაც გაემგზავრა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ხელაღებული თორნიკე ერისთავი ბერად აღსაკვეცად და ღმრთის სამსახურად.
ალბათ, ძნელად იპოვება მეორე გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც იმდენჯერ იხსენიებოდეს საქართველოს ისტორიაში, რამდენგზისაც- საბერძნეთის მთაწმინდა. ეს შემთხვევითი არც არის, რამეთუ არავის შეუტანია ქართული კულტურის საგანძურში იმდენი საუნჯე, რამდენიც მთაწმინდელ ქართველ მოღვეწეებს და არც ერთი მთის ისტორია მსოფლიოში არ არის იმდენად

საინტერესო, როგორიც ათონის მთისა.
ათონის მთა, იგივე მთაწმინდა, ბერძნულად აიონ-ოროსი , მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა.

ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში, კარიესში. პროტატს

ხელმძღვანელობს პროტი, მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტრის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი , ვათოპედი . ათონის წმინდა მთაზე 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელია და საცხოვრებელი მოქმედებს.
აიონ-ოროსის, იგივე ათონის მთის, დასახლება ბერებითა და განდეგილებით VII საუკუნის ბოლოდან დაწყებულა. მათ

სამონასტრო მშენებლობა გაუჩაღებიათ და უკვე VIII საუკუნის დასასრულს, ბერძნულის გვერდით მცირე ქართული სავანეც გაჩენილა,

ათოდ სახელდებული. შემდეგ არაბთა შემოსევების გამო სამონასტრო მშენებლობა შეფერხებულა, მაგრამ X საუკუნეში ახალი ძალითა და დიდი ენერგიით გაცხოველებულა. 963 წელს ათანასე ათონელს აქ ,,დიდი ლავრა” აუგია. გარდა ამისა, მისი უშუალო თაოსნობით აშენებულა კარიასის მონასტერი, ხარების ტაძარი, იოანე მახარებლის ეკლესია და სენაკები.
გადმოცემის თანახმად, ათანასე დედით

ლაზი ყოფილა. ალბათ, ესეც ასრულებდა გარკვეულ როლს, რომ იგი დიდად მეგობრობდა ქართველ ბერებთან.
სწორედ ამ ათანასესთან მოვიდნენ იოანე ქართველი (ათონელი), ძე მისი ექვთიმე და უფრო მოგვიანებით დავით კურაპალატის გამოჩენილი ქართველი სარდალი, თორნიკე ერისთავი. თორნიკემ მრავალ ბრძოლაში

მონაწილეობის შემდეგ თავი დაანება საერო სამსახურს და ათონის მთას მიაშურა, სადაც თავისი ძმა-იოანე ეგულებოდა. სახელოვან სარდალს აკაკი წერეთელმა შესანიშნავი პოემა მიუძღვნა და მას ,,თორნიკე ერისთავი” უწოდა.

979 წელი მნიშვნელოვანი თარიღია ათონის მთის ისტორიაში. სწორედ ამ წელს, თორნიკე ერისთავის სარდლობით, ქართულმა ლაშარმა დაამარცხა ამბოხებული ბარდა სკლიაროსი ბიზანტიის დედოფლის,თეოფინიას, თხოვნით და იმპერატორი ბასილი ტახტიდან ჩამოგდებას გადაარჩინა. მადლიერების ნიშნად მეფე დავით კურაპალატმა ბიზანტიიდან დიდძალი ქონება მიიღო

საჩუქრად. მიღებული განძის უდიდესი ნაწილი მოხმარდა ათონის მთაზე დიდებული ივერთა მონასტრის აშენებას, რომელიც ივირონის სახელს ატარებს. ქართველი მემატიანის თქმით,
,,იქაურობის სილამაზე ყოველგვარ ქებას იყო აღმატებული”. იოანეს და თორნიკეს გადაუწყვეტიათ ივერთა მონასტერში არავინ შეეშვათ ქართველების გარდა. მათ კარგად იცოდნენ ბერძენთა სიხარბე და ეშინოდათ მონასტრის წართმევისა. თუმცა მაინც გამხდარან

იძულებულნი, ქართველი

ბერების სიმცირის გამო, პრაქტიკული საქმის შესასრულებლად ბერძენი ბერები მოეწვიათ. ქართველთა წინათგრძნობა გამართლდა და დღესდღეობით ივირონი ჩვენი აღარ არის. დიდებული ივერთა მონასტერი ბერძნების ხელშია.
ათონის მთა,ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად ითვლება. გაოცებას იწვევს ღვთისმშობლისი ხატის სასწაულებრივი მიცურება ათონის მთასთან.

ეს მოხდა 999 წელს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე ზემოდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. უწმინდესი ხატის გამობრძანება ზღვიდან ვერავინ შეძლო. ღვთისმშობელმა წმინდა გაბრიელ ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამოსვლა და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ

მოექცა, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვედრი.
საინტერესოა ისტორია ამ სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც ივერონის ყველაზე დიდ სიწმინდეს წარმოადგენს: IV საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში საშინელი ხატმებრძოლობა ამტყდარა, ყველა ხატს ანადგურებდნენ. ამ დროს ერთ პატარა ქალაქში ერთი ქვრივი დიდებული ცხოვრობდა, რომელსაც სახლში

ღვთისმშობლის ხატი ჰქონია დაბრძანებული. ცოდვილ მხედრებს შეუტყვიათ ეს ამბავი, შეცვივნულან ქვრივის სახლში და ერთ-ერთს ხატისთვის შუბი უძგერებია. უცებ ხატიდან სისხლს უჩქეფია, რომელიც ღვთისმშობელს სახიდან დიდხანს სდიოდა. ქალს მხედრებისთვის

უთხოვია, მცირეოდენი დრო მიეცათ ხატთან გამოსამშვიდობებლად. მარტოდ დარჩენილს ყოვლადწმიდასთან დიდხანს ულოცნია მხურვალედ და შემდეგ მალულად ზვაში ჩაუშვია.ხატი დიდხანს აღარავის უნახავს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ,როცა უკვე შემწყდარი იყო ხატმებრძოლობა,ხატი ათონის მთის ნაპირებთან გამოჩენილა.ბერებს უცდიათ მისი გამობრძანება,მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდნენ ხატს,იგი უფრო ღრმად შედიოდა ზღვაში.

ერთ ღამეს რამდენიმე ბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა
და უთხრა, რომ ნებავდა მისი ხატი ათონზე მოღვაწე ქართველ ბერს, გაბრიელს,
გამოებრძანებინა.სასწრაფოდ მოძებნეს გაბრიელი და ღვთისმშობლის სურვილი გადასცეს.

ისიც გაეშურა ლოცვა-კურთხევის აღსასრულებლად,ზღვაზე ფეხით გადაიარა,თითქოს ხმელეთზე ყოფილიყოს მიეახლა ხატს და დიდის კრძავლით გამოასვენა ნაპირზე. იქ, სადაც ხატი დაასვენეს, წყარომ ამოჩქეფა,რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ეს წყარო დღესაც არსებობს.
ქართველებს ხატი ივერონში წაუბრძანებიათ და მთავარ ტაძარში დაუკიდიათ საპატიო ადგილას, მაგრამ დილას ტაძარში რომ შესულან , ხატი აღარ დახვედრიათ. ძალიან შეწუხებულან და დაუწყიათ ძებნა, ბოლოს კარიბჭის თავზე აღმოუჩენიათ.ძლიერ გაკვირვებულან, აქ საიდან მოხვდაო, და ისევ ძველ ადგილას დაუბრუნებიათ.მეორე დღესაც იგივე განმეორებულა,ასე რამდენიმეჯერ.

ბოლოს ბერებს ღვთისმშობელი გამოცხადებიათ და უთქვამს : მე მსურს, ჩემი ხატი კარიბჭის თავზე იყოს,რადგან მე არ მჭირდება თქვენი დაცვა, იმისათვის მოვედი, რათა თვითონ დაგიცვათო. მაშინ ქართველებს ხატისთვის საგანგებო კარიბჭესთან ტაძარი აუგიათ, სადაც იგი დღემდე ასვენია. სწორედ ამ ისტორიის გამო უწოდებენ მას კარის ღვთისმშობელს.

“ასე ამბობენ, რომ სასწაული
სუყველამ ერთად ვნახეთო ცხადი:

მოსცურა ახლოს ღვთისმშობლის ხატმა
და დაიყენა თავსა ნათელი”.

(აკაკი წერეთელი ,,თორნიკე ერისთავი”)

ათონის მთას მრავალი სასწაული უკავშირდება. მათ შორის ალბათ, ერთ – ერთი

ყველაზე საინტერესოა ცოცხალი ღვთისმშობლის მოხვედრა წმინდა მთაზე:
გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით საწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა,რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის მადლს.

ყოვლადწმიდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე მის მოსანახულებლად და სთხოვდა ლაზარეს, ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და გაიგზავნა ღვთისმშობელთან. და ყოვლადწმიდა მოციქულებთან ერთად კვიპროსზე გაემგზავრა.
ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაწყებულა, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელად ძლიერი პირქარი ამოვარდნილა. მეზღვაურებს ვერაფრით დაუმორჩილებიათ იალქნები და ხომალდი სხვა

მიმართულებით გაქანებულა. ქარს გემი ეგეოსის ზღვაში შეუყვანია და ათონის მთის ნაპირებთან მიუყენებია. ღვთისმშობელმა აკურთხა წმინდა მთა და დალოცა: “მადლი მხოლოდშობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა”.
ათონის წმინდა მთაზე ქალის ფეხდადგმა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად ბიზანტიის ინპერატორ თეოდოსის ქალიშვილი, პლაკიდია, რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისი შეწირულობით აგებული ვათოპედის მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს

მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა,რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩავრადნილიყვნენ ბერები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყონებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.
ადრეულ პერიოდში ივერონს შეუერთდენენ მონასტრები: წმინდა ლეონტისა – სალონიკში, წმინდა იოანე კლემაქსი – იეროსოსში, წმინდა საბასი – ქალდოსში. XIV საუკუნეში სავანეს დიდი ზარალი მიაყენეს კატალონელმა მეკობრეებმა, მაგრამ

მონასტერი აღორძინდა პალეოლოგოსების დინასტიის, სერბეთისა და საქართველოს მეფეების ოხვი შეწირულობებით.
ივერთა მონასტერში მრავალი გამოჩენილი და ღვთის მოსავი მამა მოღვაწეობდა. აქ აღევლინებოდა ლოცვები საქართველოსათვის, ითარგმნებოდა მრავალი წიგნი, იქმნებოდა სასულიერო ჰიმნები. XIII საუკუნეში ათონის მთა ჯვაროსნებს დაურბევიათ.ივერთა მონასტერში მისულებს ქართველი ბერებისათვის პაპის ხელისუფლების აღიარება მოუთხოვიათ, მაგარმ მამები მტკიცედ დამდგარან ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაშინ ჯვაროსნებს მოხუცი ბერები გემზე აუყვანიათ და გემი ზღვაში ჩაუძირავთ, ხოლო ახალგაზრდა ბერები კი მონებად გაუყიდიათ.

ივერთა მონასტერი ქართული სულიერი კურლტურის მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმინდელი და მისი ტრადიციების გამგრძელებელი გიორგი მთაწმინდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონის მთაზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინარული თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები. მმონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიური კულტურული ურთიერთობების გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ითარგმნა ,,სიბრძნე

ბალაჰვარისი”.მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ – საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა – შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველი ბერები განიცდიდნენ ბერძნებისგან. 1900 წლისათვის მონასტერში 51 ქართველი ბერიღა იყო დარჩენილი. უუკანასკნელი ქართველი ბერი, ტიხონ ბაღავა, 1956 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მამა ტიხონს ეკლესიის კედელზე ამოუჭრია თავისი გვარი ქართულ ენაზე.
ივერთა მონასტრის ბილიოთეკაში ინახება 2000_ზე მეტი უნიკალური ხელნაწერი და თხუტმეტი ლიტურგიული გრაგნილი, 2000_ზე მეტი წიგნი. მონასტერში აღიზარდა უამრავი წმინდანი და ღვთის მეტყველი მას აქვს იოანე ნათლისმცემლის სკიტი, 37 კელია, 16 ტაძარი შიგნით და 10 – გარეთ.
წმინდა ნილოს მირონ მდინარის წინასწარმეტყველებით, როდესაც ივერიის

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ათონის ნახევ კუნძულს დატოვებს ბერებმაც უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ორონდ აღთქმა მონაზვნობისა წმინდად შეინახონ. მას შემდეგ რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს, დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღვთისმშობელი მარიამის გაფრთხილება, რომ ანტი ქარისტე უკვე გამეფდა ქვეყანაზე.
ათონორი წინასწარმეტყველების თანაზხმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონის მთას დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.
ამბობენ, ათონის მთის საიდუმლო კელიაში უძველესი დროიდან ცხოვრობს 12 ბერი, რომლებიც თითქმის არასდროს ეჩვენებიან ხალხს, თვით ათონელ მონაზვნებსაც კი.

როდესაც ერთ – ერთი მათგანი გარდაიცვლება, დანარჩენები მას კლდეებში მარხავენ დამ ის ნაცვლად თაივისთან ახალ მოღვაწეს უხმობენ.
ადმოცემის თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ეს 12 ბერი თავისი სენაკებიდან გამოვა და უკანასკნელ ლიტურგიას აღასრულებს.


გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია

ჩვენი მთაწმინდა მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ის მსოფლიოში სავიზიტო ბარათის ფუნქციასაც ასრულებს არა მარტო თბილისისთვის, არამედ საქართველოსათვის.
მთაწმინდა, მამადავითის მთა, პლატო,თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება (შედის თბილისის ფარგლებში). სიმაღლე 770 მ. აგებულია ზედავოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის მთის მიხედვით.


“...იქ (მთაწმინდაზე) ამოდის საქართველოს დიდების მზე და იგი ერთიანად
ათბობს დიდსა და პატარას, ადგილობრივსა და უცხოელს
ნიკო სუხიტაშვილი
გადმოცემით, მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას - დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმ. დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების ეკლესია (აგებულია 1809 წელს). ეკლესიებთან მისასვლელი გზა გაიყვანეს 1817 წელს. XIX საუკუნის დასაწყისამდე მთაწმინდა ტყით იყო შემოსილი. ახლანდელი ტყე ხელოვნურია. პლატოზე გაშენებულია კულტურისა და დასვენების პარკი (ადრე იყო ი. ბ. სტალინის სახელობის), რომელიც საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდება ქალაქს; გაყვანილია ფუნიკულიორი. მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზე მამადავითის ეკლესიის შემოგარენშია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. მთაზე დგას სატელევიზიო ანძა.

მთაწმინდის მთის ძირში მოთავსებულია თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველის გამზირი, სადაც ჩვენი სკოლაა. თითქოს შეყუჟულები ვართ მთის ძირში და ის გვიცავს და გვმფარველობს;
მთაწმინდა
ჯერ კიდევ მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა საოცრად გამიმძაფრდა მთაწმინდაზე ასვლის, საქართველოს სახელოვან მამულიშვილთა, სამუდამო განსასვენებლისათვის თვალის შევლების სურვილი. მით უფრო, რომ პირველი საჯარო სკოლა, სადაც ვსწავლობ, იმ ადგილიდან ერთი ხელის მიწვდენაზეა. მთაწმინდა ჩვენი დედაქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს და თბილის-ქალაქს გვირგვინად ადგას თავზე.
საბედნიეროდ, ღვთის წყალობით, ეს სურვილი მალე
ამისრულდა: სკოლაში პროექტ „მთაწმინდისათვის“ მთაწმინდის პანთეონზე მოსმენილისა და წაკითხულის მიხედვით საკუთარი ნაშრომის წარდგენა შემოგვთავაზეს. ჰოდა ამის გაკეთებას რა ფასი ექნებოდა, თუ საკუთარი თვალით არ ვნახავდი იქაურობას, ხელს არ შევავლებდი, ბავშვურად არ მოვეფერებოდი ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავებს. და აი, ერთ მშვენიერ დღეს მე და ბაბუაჩემი (მეგზურობას იგი მიწევდა) ნელი ნაბიჯებით შევუდექით მთაწმინდაზე მიმავალ აღმართს. დანახულისაგან მიღებულმა პირველმა შთაბეჭდილებამ, როგორც იტყვიან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ჩემი ბავშვური წარმოდგენით თბილისი, მართლაც, წარმოუდგენელია უმთაწმინდოდ. იგი ყველაზე პოეტური ადგილია ჩვენს დედაქალაქში. უფრო წარმტაცი და მომხიბლავია იქიდან თქვენ თვალწინ გადაშლილი ქალაქის პანორამაც.
ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მთაწმინდა მრავალგზის გამხდარა ქართველი (და არა მარტო ქართველი) პოეტების, მხატვრებისა და კომპოზიტორების შთაგონების წყარო - მათ მრავალი გამორჩეული მხატვარული, ნაწარმოები უძღვნეს წმინდა სავანეს.

თბილისის ფუნიკულიორი, სამთო-საბაგირო რკინიგზის (ქვედა და ზედა სადგურებით), კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. .
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა, ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა, ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლოატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა.

რას ნახავთ მთაწმინდაზე






მთაწმინდაზე ნახავთ უამრავ ძველ ისტორიულ თუ – განახლებულ და თანამედროვე შენობას მათ შორის აღსანიშნავია ის ძირითადი დაწესებულებები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის: მთაწმინდის პანთეონი, ანძა, მამადავითი, თავისუფლების მოედანი, საკრებულოს შენობა, წმ. გიორგის ძეგლი, ხელოვნების მუზეუმი, პარლამენტი, კინოთეატრი "რუსთაველი", ქაშუეთის ეკლესია, ცისფერი გალერეა, 1 სკოლა, რუსთაველის თეატრი, ოპერა, კანცელარია, 9 აპრილის ბაღი, სულხან–საბას ბაღი, პუშკინის სკვერი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, საჯარო ბიბლიოთეკა, სასამართლო, გრიბოედოვის თეატრი, თავისუფლების ტეატრი, სასტუმრო, ქორთიარდ მერიოტი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი", ათონელის თეატრი, გალერეა "ჰობი", საქართველოს მუზეუმი , ოკუპაციის მუზეუმი , ფულის მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, იუსტიციის სამინისტრო , ფუნიკულიორი, ეროვნული ბანკი და სხვა







მთაწმინდის პანთეონი



გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონის მოწყობის ისტორია შორეულ წარსულში მიდის. ("პანთეონი " ბერძნული სიტყვაა და ორი ნაწილისაგან შედგება ,,პან,,-ყველა და ,,თეოს,,-ღმერთი, ე. ი. ტაძარი მიძღვნილი ყველა ღმერთისადმი. ამჟამად კი გულისხმობს უდიდეს მამულიშვილთა სამუდამო განსასვენებელ ნეკროპოლს.) მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება ეროვნული ნეკროპოლები.
საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცის ქვეშაა მოწყობილი. მისი დაარსების ისტორია მომდინარეობს XIX საუკუნიდან, როდესაც 90-იან წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიზრახა თბილისში აეშენებინა ქართველ მოღვაწეთა პანთეონი. ფართო საზოგადოება ინტერესით შეხვდა წამოწყებას და შეძლებისდაგვარად სწირავდა სახსრებს საზოგადოებას პანთეონის ასაგებად. სამწუხაროდ, კარგი წამოწყება განუხორციელებელი დარჩა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ძალით დამყარებამდე, ვიდრე პირველსავე წლებში დიდუბის ეკლესიის ეზოში საფუძველი არ ჩაეყარა პირველ პანთეონს.
1915 წელს იქ აკაკი წერეთლის ნეშთი უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ეს, რატომღაც, მაშინ არ მომხდარა. მხოლოდ 1929 წელს რუსი მწერლის, ა.გრიბოედოვის, გარდაცვალების 100 წლის თავზე გამოცხადდა ოფიციალურად მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის ეზო საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე ა.გრიბოედოვს ანდერძიც კი დაუტოვებია -მთაწმინდაზე დამასაფლავეთო. სწორედ ა.გრიბოედოვის საფლავის მღვიმით იწყება პანთეონზე საფლავები. მის გვერდით განისვენებს რუსი მწერლის მეუღლე-ნინო ჭავჭავაძე – გრიბოედოვისა.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით,
საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცისქვეშ არის მოწყობილი.
აქ ერთმანეთის გვერდითაა ჩამწკრივებული ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავები.
აი, ილია ჭავჭავაძე – საქართველოს უგვირგვინო მეფე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის სულიერი და კულტური ცხოვრების ყველა სფეროში, მის საფლავზე დგას ძეგლი – დამწუხრებული ქალის ბრინჯაოს ფიგურა-მწუხარე საქართველოს სიმბოლო. ძეგლი პარიზში დაამზადა ახალგაზრდა ქართველმა მოქანდაკემ, იაკობ ნიკოლაძემ.
უცხოობაში უდროოდ გარდაცვლილი ჩინებული რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ნეშტი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს. იგი დასაფლავებული იყო დიდუბის პანთეონში, 1938 წლიდან კი მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
მის კალამს ეკუთვნის ამ სავანისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ლექსი “შემოღამება მთაწმინდაზე”.
სახალხო მგოსნის, საქართველოს “ბულბულის”, მრავალმხრივი შემოქმედის – აკაკი წერეთლის საფლავზე დგას პროფ.დ.კაკაბაძის პროექტით შექმნილი ძეგლი, რომელიც ჩანგით არის შემკული.
მთის მგოსანი, ვაჟა–ფშაველაც, თავდაპირველად დიდუბის პანთეონში იყო დაკრძალული, 1936 წელს კი მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს. პოეტის საფლავზე დადგმული ძეგლი კლდის ფორმისაა, რომელიც იმ მთების სიმბოლოა, რომლის მომღერალიც და ღირსეული შვილიც გახლდათ პოეტი. პოეტის, დრამატურგის, რედაქტორის, დავით ერისთავის ძეგლზე ამოკვეთილია ამ ერისკაცის დაკრძალვისას აკ.წერეთლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: “ღირსმა ერის ძემ, თვით ერისთავმა, სამშობლოსთვის დასდგა “სამშობლო”. გამოჩენილ პიროვნებათა გალერეა გრძელდება: აი, დავით კლდიაშვილი – ქართული რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, (სახალხო მგოსანი), შემოდგომის აზნაურთა პორტრეტების უბადლო მძერწავი. დიმიტრი ყიფიანი – გულმხურვალე პატრიოტი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი და პუბლიცისტი, მთარგმნელი. იგი, როგორც ვიცით, ქართველთ მოძულე ეგზარხოსის – პავლეს წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისთვის სტავროპოლში გადაასახლეს, 1887 წელს კი მოკლეს შავრაზმელებმა. აკ.წერეთელმა მას უძღვნა ცნობილი ლექსი “განთიადი”: “...მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამა დავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს.”
ჩვენთვის,პატარებისათვის, გამორჩეულად საყვარელი, გამოჩენილი პედაგოგი, სასკოლო სახელოვანელოების კლასიკური ნიმუშების – “დედაენის”, ”ბუნების კარის”, “რუსკოე სლავოს” – ავტორი, პოპულარული საზოგადო მოღვაწე, იაკობ გოგებაშვილი.
ანასტასია თუმანიშვილი- წერეთლისა- საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ
“ჯეჯილის” დამაარსებელი რედაქტორი
ვასილ ბარნოვი – ისტორიულ თემებზე შექმნილი ქართული პროზის
გამოჩენილი ოსტატი, საზოგადო მოღვაწე
ნიკო ნიკოლაძე – ცნობილი პუბლიცისტი, მოაზროვნე, კრიტიკოსი,
ქართველ სამოციანელთა მოწინავე დემოკრატიული ინტელინგეციის
ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი.
იოსებ გრიშაშვილი – თბილისის მეხოტბე, სახალხო პოეტი, აკადემიკოსი.
მის საფლავს ამშვენებს ძეგლი, რომლის ავტორები არიან: ალექსიძე და შალვა დავითაშვილი
შალვა დადიანი – მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი, მსახიობი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე.
გიორგი ლეონიძე - ქართული პოეზიის ბერმუხა, აკადემიკოსი, სახალხო პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურიეატი, ლიტერატურული
გამოკვლევების ავტორი.
გალაქტიონ ტაბიძე -პოეზიის უგვირგვინო მეფე, სახალხო მგოსანი,
ახალი ქართული ლექსის ფუძემდებელი, ნოვატორი, ქართული პოეზიის მშვენება, რომელმაც მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.
ლეო ქიაჩელი -ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,ლომისის” რედაქტორი, კინოსცენარისტი.
სიმონ ჩიქოვანი - გამოჩენილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომელსაც გ.ლეონიძემ ,,ახალი პოეზიის ჩუქურთმის მჭრელი” უწოდა.
იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა
კავშირს.
პანთეონის მკვიდრთა შორის არიან მეცნიერების კორიფეები, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა,
ნიკოლოზ ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია
. იქვე განისვენებს სკულპტურული პორტრეტის ოსტატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, იაკობ ნიკოლაძე. ოდნავ მოშორებით არის ფერწერის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრის, ლადო გუდიაშვილის, საფლავი.
აქვე განისვენებენ ხელოვნების თვალსაჩინო წარმოდგენლები, რომლებმაც პანთეონში ჰპოვეს სამუდამო ძვალთშესალაგი. ესენი არიან:
კოტე მარჯანიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე.
დასასრულ, წარმოგიდგენთ კიდევ სამ ხელოვან მამულიშვილს, რომლებმაც ბოლო წლებში დაიდეს ბინა მთაწმინდის პანთეონში:
მერაბ კოსტავა- ეროვნული გმირი,
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ეროვნული თანამებრძოლი, მასთან ერთად ჩაბმული ადამიანის უფლებების დაცვის და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. საქართველოს ეროვნულ- გამათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი ლიდერი, სამშობლოდან დევნილი, ზვიად გამსახურდია, მისი ნეშტი შარშან
გადმოასვენეს ჩეჩნეთიდან და მიაბარეს მშობლიურ მიწას.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი- საქართველოს ეროვნულ- გამათავისუფლებელ მოძრაობის ლიდერი, მე-11 არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში გადაიხვეწა. იგი ლევილის ქართული ემიგრაციის სასაფლაოდან გადმოასვენეს მთაწმინდის პანთეონში.
აქ თავის დროზე ამოსულან: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ოსტროვსკი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ამერიკელი მწერალი თეოდორ დრაიზერი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწენი. მთაწმინდაზე ა. ს. გრიბოედოვის საფლავი მოუნახულებიათ: ა. პუშკინს, მ. ლერმონტოვს, ლ. ტოლსტოის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის, ა. ოდოევსკის და სხვებს. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.






რუსთაველის თეატრი





რუსთაველის თეატრს რეკონსტრუქცია სულ ახლახანს ჩაუტარდა





“ჩემო ლალი”
შენი დავალება პირნათლად შევასრულე. დღეს ე.ი კვირას ავედი ლიკანში. პირველი ნაცნობი, რომელიც სანატორიუმის ტერიტორიაზე Sემხვდა, აკაკი ვასაძე იყო. ვუთხარი შენი დანაბარები, ასე მითხრა, სუდეიკინის ნახატი კიბეების ჩასასვლელის გვერდით კედელზე იყოვო, მის მოპირდაპირედ გუდიაშვილიო. სუდეიკინს მწერლები ჰყავდა დახატული, გრ. რობაქიძე და სხვებიო. ამიტომ ბერია გვადგა თავზე და ჩამოგვაფხეკინა, ახმეტელის დრო იყოო. ყველაფერი პარტიზანულად შემოვიარეთო, და ის ნახატებიც ჩამოვფხიკეთო. ბოძებზე ქიმერები იყო დახატული, რის გამოც ერქვა “ქიმერინი”– ო. ისე საინტერესო არაფერიაო. მე მგონი, ცოტა დაბნეულად მელაპარაკა. მერე ნათელაც რომ ვნახე, იმანაც მითხრა, არაფერი ეხსომება, ჯობდა გუდიაშვილისთვის კითხვაო. დანარჩენი შენ იცი, აქ ორი დღეა, რაც ვართ და სიგრილეს მაინც და მაინც ვერ ვგრძნობთ, ლიკანშიც ცხელოდა, საღამოს არა უშავს, რასაკვირველია, თბილისს არ შეედრებ, მარა მაინც ამბობენ, სიცივეები იყო აქამდეო. ჩვენ კარგად მოვეწყვეთ. ოთხ საწოლიანი ოთახი ავიღეთ. ერთი საწოლი თადარიგში გვაქვს, ვინმე რომ ჩამოვიდეს. თუ მოგესურვა ჩამოსვლა ჩამოდი რამდენიმე დღით შეგვიძლია მიღება. მეოთხე სართულზე ვართ, მაგრამ დაგვპირდნენ გამოცვლას ქვედა სართულზე. თუ რამე დაგჭირდეს, ლალის დააბარე, ალბათ შემდეგ შაბათს ჩამოვა.
გკოცნი გოგუცა.” 4.8.74.
მარიამ გოგუცა აგიაშვილის წერილი ლალი ყურულაშველისადმი.













სატელევიზიო ანძა
1957 წლის 1 იანვრიდან მწყობრში ჩადგა პარკის ტერიტორიაზე აღმართული თბილისის სატელევიზიო ანძა, რომლის სიმაღლე 180 მეტრი იყო. ტელევიზიის პირველი, 60 კვადრატიული მეტრი ფართობის მქონე სტუდია. 1974 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო ახალმა 274,5 მეტრი სიმაღლის კოშკმა. ტელევიზიის სტუდია კი მოთავსდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე აგებულ ახალ შენობაში. ახალი სატელევიზიო ანძის აშენების შემდეგ მთის ფასადი კომპოზიციურად შეიკრა.


















ქაშუეთი









მეტეხის ძირში,მტკვრის მარჯვენა ნაპირზე,ერთი სოფელი ყოფილა გაშენებული . აქ ცხოვრობდნენ ქრისტიანები,ებრაელები და სპარსელები. სპარსელების ეროვნულ სარწმუნოებად ითვლებოდა ცეცხლთაყვანისმცემლობა. იმხანად სპარს მოგვებში ორი ძმა, ხოსრო და სოსია, გამოირჩეოდა. ისინი რაჟდენის შვილები იყვნენ.რაჟდენს ქრისტიანობა მიუღია, რისთვისაც უწამებიათ. როგორც მაღალი თანამდებობის პირსა და ქრისტიანული სარწმუნოების დაუძინებელ მტერს, ხოსროს, მამის მემკვიდრეობა მიუღია. მას შეუნიშნავს, რომ ვიღაც უცნობი მოხუცი ჩამოდის და ცეცხლთაყვანისმცემლებს შორის ქრისტიანობას ავრცელებს. ხოსროს გადაუწყვეტია მოხუცის მოკვლა თვით ქრისტიანის ხელით.ხოსროს შვილს, მუსას, ჰყვარებია ქრისტიანი ქალი, მარიამი, რომელიც ხოსროს დაჟინებული რჩევით მუსას შეუცდენია. როდესაც მარიამი ფეხმძიმედ შეიქმნა და ფაქტის დამალვა შეუძლებელი გახდა, ხოსრომ მოითხოვა მომავალი ბავშვის მამის ვინაობის დადგენა. ხოსროსგან დაშინებულმა მარიამმა ბავშვის მამად აღიარა მთას შეფარებული მოხუცი დავითი, ქრისტიანებს ამორალური საქციელისთვის დავითის დასჯა გადაუწყვეტიათ. სამსჯავროს წინაშე წარმდგარ ფეხშიშველა მოხუცს განაჩენის მოსმენის შემდეგ ხალხისთვის მიუმართავს :
,,ქრისტიანებო,კანონი ბრალდებულს არ ასამართლებს , სანამ არ მოუსმენს მას,მით უმეტეს, მაშინ, როდესაც დამნაშავეს სიკვდილი მოელის, მაგრამ რა შეიძლება დამნაშავემ თქვას
თავის გასამართლებლად , როდესაც მან არაფერი იცის?! დაე, თვით ყრმამ ამხილოს მამა და მიუთითოს დამნაშავეზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მის გაჩენაში.’’ მოხუცი მისულა მარიამთან, კვერთხით სამჯერ შეხებია ქალის მუცელს და წარმოუთქვამს : ,, ყრმავ,უთხარი ამ უმადურ ხალხს, ვინ არის შენი მამა.‘’ ჩვილს უპასუხია : ,, ჩემი მამა მუსაა, ხოსროს შვილი.’’ შეკრების ადგილზე ცილისმწამებელ ქალს ქვა უშვია. ხალხს და მეფეს, რომლებიც განცვიფრებული შეჰყურებდნენ სასწაულმოქმედ მოხუცს, გადაუწყვეტიათ, სასწაულის ადგილზე აეშენებინათ ეკლესია,საეკლესიო შენობის საძირკველში ჩაეტანებინათ მარიამის მიერ შობილი ქვა და ის ქვებიც, რომლითაც ქრისტიანებს დავითის ჩაქოლვა უნდოდათ. ეკლესიას ეწოდა “ქვა-შუა”, “ქვაშუეთი”, "ქაშვეთი”. ეს მცირე მოცულობის ეკლესია ადრეული ქრისტიანობის ქართული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენდა მას XVIII საუკუნემდე.









მამადავითის ეკლესია








თბილისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთაწმინდის მთის შუაწელზე მამადავითის გუმბათიანი ეკლესიაა აღმართული. სახელწოდება ,,მთაწმინდა” დაახლოებით X საუკუნეში წარმოიშვა ათონის წმ. მთის მიხედვით. ამავე დროს, მთას ,,მამადავითისასაც” უწოდებენ, რადგან, გადმოცემის მიხედვით, VI საუკუნეში ამ მიდამოებში-მღვიმეში ცხოვრობდა წმ. მამა დავით გარეჯელი. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა.1810 დაცარიელებული მონასტრის ძველი ეკლესიის ნაცვლად ფერისცვალების სახელობის სამლოცველო იგება. მისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს. წმ. დავით გარეჯელის სახელობის ანუ მამადავითის ეკლესია 1859-1871 წლებში აიგო, გუმბათი კი 1879 დაადგეს. აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ფორმას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას გრძივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა განთავსებული. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ზედა ნაწილებს შემოუყვება, დეკორატიული თაღედი და აბსიდის მრგვალი სარკმლის ქვეშ წითელი ფერის ქვით ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიულად შვერილი აბსიდი მთელი მკლავის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას. ინტერიერი XIX საუკუნის ბოლოს მოხატეს. მხატვრობის უმეტეს ნაწილს ქართველ წმინდანთა ფიგურები შეადგენს, საკურთხეველში წმ. სამების გამოსახულებაა მოცემული. ეკლესიის სამხრეთით მდგომი სამიარუსიანი სამლოცველო, ასევე, აგურითაა ნაშენი, მესამე იარუსი-სამრეკლო კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი.1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.










მთაწმინდის პარკის საჰაერო-საბაგირო

გზა დღეს ბომბორას პარკთან აგიყვანთ
მთაწმინდის პარკთან დაკავშირება გადაწყდა არა სამთო-საბარგო, არამედ საჰაერო-საბარგო საგზავრო გზით.
1958 წლის დასაწყიში, თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაიწყო თბილისში პირველი საჰაერო-საბარგო სამგზავრო გზის მშენებლობა. პროექტი დამუშავდა შახტების დაპროექტების საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში, ხოლო გზის ტექნოლოგიური ნაწილი–ტრექტ ,,ჭიათურ-მარგანეცში,, ცნობილი ინჟინერი გ. ფანცულაიას ხელმძღვანელობით. გზის პროექტის ავტორია მ. ქებულაძე, არქიტექტურა ქ. ჩხაიძეს ეკუთვნის.
გზის ტექნიკური მონაცემები ასეთია: გზის დახრლი სიგრძე – 900 მეტრი, ზედა და ქვედა სადგურების დონეთა სხვაობა – 300 მეტრი. ტრასაზე სამი საყრდენი დგას,
უდიდესი მალის სიგრძე 660 მეტრია. გზაზე ორი ვაგონი მოძრაობს 30 კაცის ტევადობით. ცარიელი ფაგონის წონა 1200 კილომეტრია. მოძრაობის სიჩქარე – 6 მეტრი წამში, ასვლა _ჩამოსვლას სჭირდება 6 წუთი. სარელსო ბაგირის დიამეტრი 45 მილიმეტრია.
ქვედა სადგურის შენობა ორიგინალურ სტილშია გადაწყვეტილი. აქ კიბეების ნაცვლად მოწყობილია პანდუსები. მუშაობს ლიფტიც. საჰაერო-საბარგო გზა–რუსთაველის მოედანი- მთაწმინდა ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წლის ოქტომბერში.
დღეს, სამწუხაროდ საჰაერო–საბაგირო გზა არ მუშაობს;

















მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე









სასახლე მდებარეობს მთაწმინდის უბანში. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე 1830 წელს ააშენა იტალიელმა არქიტექტორმა სიმენსონმა. რუსეთის მეფისნაცვლის, ვორონცოვის, სასახლედ. იმის გამო, რომ მას მუქი ფერები მოსწონდა, სასახლე მუქ ფერებშია. ზუსტად ასეთივე სასახლე დგას ბავშვთა ბანაკ არტეკთან. სასახლის ორიგინალურობა იმაშია,რომ გარედან იგი საკმაოდ ერთფეროვან ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო შიგნიდან სარკეებითაა მოპირკეთებული. პირველი დემოკრატიული საქართველოს მთავრობა იჯდა აქ. მახარაძის პატივსაცემად სარკეებიან ოთახს დღემდე მოჰყვა მისი სახელი. 1941 წელს ეს სასახლე გადმოეცა ბავშვებს და დაარსდა პიონერთა სასახლე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მას ეს სახელი აღარ ჰქვია, ძველი თაობა მას მაინც "პიონერთა სასახლეს" უწოდებს. 1941-45 წლებში მომხდარი ომის პერიოდში სასახლეში იქსოვებოდა წინდები და სხვა და იგზავნებოდა ფრონტზე . სასახლეში დღემდე შემორჩენილია გემთმშენებლობის, მხარეთმცოდნეობის, გეოგრაფიის და სხვა განყოფილებები. სხვათაშორის, გეოგრაფიის კაბინეტში, რომელიც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა თითოეულ მნახველზე. სასახლეშია სასწავლო-შემოქმედებითი კაბინეტი, სკოლის სხვადასხვა საგნების წრეები თითოეული ჩვენგანს შეუძლია მივიდეს და წაიმეცადინოს. საბოლოოდ ეს სასახლე დაარსებიდან დღემდე აოცებს მნახველს თავისი სილამაზით თუ მნიშვნელობით.










ეროვნული ბანკი









ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. ძლიერი ცენტრალური ბანკი და მისი გამართული საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების მყარი გარანტიაა. საქართველოში ცენტრალური ბანკის ისტორია სათავეს 90 წლის უკან იღებს. 1919 წლის 31 დეკემბერს, მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ". დემოკრატიული საქართველოს ცენტრალური ბანკის პირველი თავმჯდომარე, იასონ ლორთქიფანიძე, ჯერ კიდევ 1919 წელს აცხადებდა, რომ ცენტრალური ბანკი საქართველოში უნდა იყოს არათუ უმთავრესი, არამედ ერთადერთი რეგულატორი ფულის ტრიალისა. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა: მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, გაცვლითი კურსის პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მართვა, ეკონომიკის ფულის ნიშნებით უზრუნველყოფა, საგადასახადო სისტემების მართვა-ოპერირება და სხვა.









ფულის მუიზეუმი








ფულის მუზეუმი მდებარეობს ეროვნული ბანკის შენობაში, თავისუფლების მოედანთან. იგი 2002 წელს დაარსდა; აქ წარმოდგენილია ფულის ყველა ის სახე, რომელიც მიმოიქცეოდა ძვ. მე-6 საუკუნიდან დღემდე; აგრეთვე, ფულის ის უცხოური მონეტებიც, რომლებიც გადახდის ძირითად საშუალებას წარმოადგენს დღეს. მუზეუმის მესამე დარბაზში წარმოდგენილია თანამედროვე მსოფლიოს ფული, განლაგებული კონტინენტების მიხედვით. მუზეუმში წარმოდგენილია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ქართული ფული - კოლხური თეთრი. მონეტის მოჭრა სახელმწიფოს კომპეტენციაა, ანუ თუ მონეტა იჭრება – სახელმწიფო არსებობს. ფულის ისტორიაში მნიშვნელოვანია ის პერიოდი, როდესაც ფულის მონეტაზე პირველად ჩნდება ჯვრის გამოსახულება და პირველი ასომთავრული წარწერა, ეს კი ხდება მე-6 საუკუნის დასასრულს. იმ პერიოდში, როდესაც ირანმა საქართველო დაიპყრო, იჭრებოდა მონეტა, რომელზეც ცეცხლი იყო გამოსახული. ირანის გაძევების შემდეგ, მე-6 საუკუნის დასასრულს, ერისთავმა სტეფანოზმა მოჭრა პირველი მონეტა, რომელზეც ცეცხლის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) მაგიერ გამოსახული იყო ჯვარი (ქრისტიანობის სიმბოლო). მუზეუმში, ასევე, წარმოდგენილია დავით მე-4 აღმაშენებლის მიერ მოჭრილი მონეტა წარწერით: “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, სომეხთა და კახთა”. მე-12 საუკუნეში ნუნიზმატიკაში იწყება სპილენძის ხანა, იჭრება სპილენძის მონეტა, რომელსაც ვერცხლის ფასი აქვს. ქართველი მეფეები მონეტაზე როგორც ქართულ, ისე არაბულ წარწერებსაც ათავსებდნენ, რათა ქართულ ფულს გზა გახსნოდა აღმოსავლეთის ბაზარზე. ეს პერიოდი მოიხსენიება, როგორც ეკონომიკის აყვავების ხანა. სპილენძის ვერცხლად გასაღების კრიზისი მთელი საუკუნის განმავლობაში იყო და დასრულდა მაშინ, როდესაც მონღოლებმა დაიწყეს საქართველოში შემოსვლა, ანუ მე-13 საუკუნის შუა ხანებში. ამ დროს რუსუდანი ჭრის მონეტას, რომელზეც გამოსახულია იესო ქრისტე სახარებით ხელში. სწორედ ამ დროს გაჩნდა სახელწოდება თეთრი (ვერცხლი), რომელიც დღეს ჩვენი ფულის ერთეულის სახელწოდებაა. იმის გამო, რომ მონღოლები საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში “სახლობდნენ”, იჭრებოდა მონღოლური ყაიდის მონეტა. შემდეგ უკვე, მე-16 საუკუნეში, აღმოსავლეთ საქართველო ირანს ექვემდებარებოდა და იჭრებოდა ირანული სახის მონეტა, ხოლო დასავლეთ საქართველოში, ოსმალეთის გაბატონებასთან ერთად დაიწყეს ოსმალური მონეტის ჭრა. შემდეგ შაჰ-აბასმა 1680 წელს თბილისის ზარაფხანაში მოჭრა ვერცხლის მონეტა – აბაზი.ნახევარი აბაზი, მეოთხედი აბაზი, შაური, თუმანი... ეს სიტყვები, რომლებიც დღესაც იხმარება ქართულ მეტყველებაში, სწორედ ამ პერიოდიდან მოდის. შემდეგი პერიოდი ერეკლეს პერიოდია: 1762 წელს ერეკლე მეფე ჭრის ბაგრატოვანთა სირმა მონეტას, რომლის სინჯი 98%-ს შეადგენს. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატამდე, ერეკლე ჭრის სპილენძის მონეტას, რომელზეც ორთავიანი არწივია გამოსახული (როგორც რუსეთის ემბლემა). გეორგიევსკის ტრაქტატის ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ რუსეთს მფარველობა უნდა გაეწია საქართველოსთვის, თუმცა, 1796 წელს, აღა-მაჰმად- ხანის შემოსევების დროს, რუსეთმა დახმარება არ გაუწია საქართველოს და პროტესტის ნიშნად ერეკლემ მოჭრა მონეტა ერთთავიანი არწივის გამოსახულებით. 1801 წელს, რუსეთ-საქართველოს შეერთების დროს, რუსეთმა დახურა ზარაფხანა. ფულის სხვა ერთეულის შემოღების და ზარაფხანას დახურვის შემდეგ ხალხი “აჯანყდა”, ამიტომ 1804 წელს ზარაფხანა ხელახლა გახსნეს და დაიწყეს ერეკლეს დროინდელი მონეტების მსგავსი მონეტების მოჭრა. ამ მონეტების სინჯი კი 92% იყო, მაშინ როცა რუსეთში 88% სინჯის ვერცხლის მონეტები იყო მიმოქცევაში. 1834 წელს იმპერატორმა დახურა ზარაფხანა. ამ დროისთვის, რადგან მონეტა იჭრებოდა, სახელმწიფოც დამოუკიდებელი იყო. სწორედ ამიტომაც ქართველმა ერმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ფულის ისტორიით.


პარლამენტი








ერთ-ერთ შეკრებაზე მასწავლებელმა შემოგვთავაზა პარლამენტში წასვლა და დავგეგმეთ მომდევნო კვირის ხუთშაბათს წასვლა. პარლამენტი ჩვენი სკოლის გვერდით მდებარეობს. გასაკვირია, მაგრამ აქამდე არასოდეს ვყოფილვარ შენობაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოა; სადაც მიიღება კანონები ამა თუ იმ საკითხის შესახებ; ჩვენს პარლამენტში 120 დეპუტატია, უმრავლესობა და ოპოზიცია. პარლამენტს თავიმჯდომარე ჰყავს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეა დავით ბაქრაძე სხვათა შორის ის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია . იქ შემოწმება გავიარეთ, რამე საშიში ნივთი რომ არ გვქონოდა. შემდეგ მიგვიჩინეს გამყოლი. გვიყვებოდა პარლამენტის ისტორიას, თურმე იგი კომუნისტების დროს აქ ეკლესია ყოფილა, კომუნისტებს ღმერთი არ სწამდათ, ეკლესია დაანგრიეს, მისგან მხოლოდ ერთი კედელი შემორჩა. ახლა იმ შენობის ადგილას პარლამენტის მთავარი შესასვლელია, იმ ეკლესიის კედელი კი პარლამენტის ეზოშია. ასევე, ვნახეთ მუზეუმი და, რაც ყველაზე მთავარია, ცნობილი მეფის ვახტანგ VI-ის, ხელით ნაწერი წესები. ექსკურსია საკმაოდ დიდი გამოვიდა. იქიდან ძალზედ კმაყოფილები ნასიამოვნები და, ამავე დროს, დაღლილები წამოვედით.









თავისუფალი თეატრი








„ოთხი წლის წინ, 1997 წლის 31 მარტს, როდესაც ვხსნიდი „თეატრალურ სარდაფს“ , პირველ სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს ვუთხარი, რომ ვხსნი თეატრს, რომლის დევიზი იქნება „დე, ცუდი, ოღონდ ბევრი!“. იმ პერიოდში თეატრები, პრაქტიკულად, ჩაკეტილი იყო ახალგაზრდა რეჟისორებისათვის, ამიტომ მინდოდა გამეხსნა ისეთი თეატრი, სადაც ბევრი ახალი დადგმა გაჩნდებოდა. ჩემ მიერვე მოგონილმა დევიზმა წელიწად–ნახევარში ჩიხში მომაქცია, მე გადავიქეცი ძალიან ბევრი უნიჭო სპექტაკლისა და მათი დამდგმელების პროდიუსერად, რის გამოც დავტოვე ჩემ მიერვე დაარსებული თეატრი. დღეს, 2001 წლის 31 მარტს, ზუსტად ოთხი წლის თავზე, მე ვხსნი კიდევ ერთ თეატრს, რომლის დევიზი იქნება „სჯობს ცოტა, ოღონდ კარგი!“ ეს იქნება „თავისუფალი თეატრი“ თავისუფალი მაყურებლისათვის, სადაც გზა მხოლოდ ნიჭიერ შემოქმედებს მიეცემათ






ავთო ვარსიმაშვილი. 2001წ.31 მარტი.





„თავისუფალი თეატრი“ მდებარეობს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ უკან, სახელმწიფო კანცელარიისაკენ მიმავალ კიბეებთან. შენობას აქვს გემის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ფორმა. (არქიტექტორი პაატა ჭავჭანიძე) თეატრი კერძოა და ეკუთვნის ავთო ვარსიმაშვილს.თეატრი ასაქმებს 50 - მდე მსახიობს.საზოგადოება უკვე იცნობს „თავისუფალი თეატრის“ სახეებს: ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობენ ქართული თეატრის ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ.ამ თეატრის სცენაზე გადის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები.„თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლებს, დღიდან დაარსებისა, ყოველთვის ჰყავს მაყურებელი. ორშაბათის გარდა, ყოველდღეა სპექტაკლები. „თავისუფალი თეატრი“ საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული თეატრია, ის, ალბათ, ერთადერთი თეატრია, სადაც სპექტაკლებამდე ორი–სამი კვირით ადრე იყიდება ბილეთები.„თავისუფალმა თეატრმა“ სპექტაკლები უჩვენა საქართველოს ყველა კუთხეში,ის იყო პირველი თეატრი, რომელმაც მოახერხა და უჩვენა სპექტაკლები მაყურებელს კონფლიქტის ზონაში - ცხინვალის რეგიონში.მრავალფეროვანია და შთამბეჭდავია „თავისუფალი თეატრის“ საგასტროლო - საფესტივალო რუკა. თავისი სპექტაკლებით მან მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები საზღვარგარეთ. „თავისუფალი თეატრი“ არის „თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს თავის მაყურებელს“.














50–ე სკოლა
ინტერვიუ #50 სკოლის მასწავლებელთან
გამარჯობათ, ჩვენ ვართ1 საჯარო სკოლიდან და დღეს გავესაუბრებით 50-ე სკოლის მასწავლებელს და საინფორმაციო მენეჯერს ქალბატონ ნაირა ბახს.
-ქალბატონო ნაირა გვიამბეთ რაიმე თქვენი სკოლის შესახებ!
-- ჩვენი სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაარსდა. თავიდან იგი კერძო საცხოვრებელი სახლი იყო, რომელიც ცნობილ ვაჭარს ეკუთვნოდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აქ პატარა სასწავლებელი განთავსდა.
ჩვენი სკოლა ძალიან ისტორიული სკოლაა, ამ სკოლაში იყო შექმნილი უნივერსიტეტის ბაზაზე 1-ლი საშუალო სკოლა. შემდეგ სახელი შეეცვალა რამდენიმეჯერ. ჯერ ერქვა 39 სკოლა, შემდეგ მე-3 ექსპერიმენტული სკოლა, ახლა - კი-50-ე საჯარო სკოლა ჰქვია.
- ვინ იყო თქვენი სკოლის პირველი დირექტორი?
- -ჩვენი სკოლის პირველი დირექტორი იყო ჯავახიშვილი, ამჟამდ
კი არის ქალბატონი - მანანა ალიბეგაშვილი.














კონკა

ქალაქისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტს, რომლის ისტორია თბილისში
XIX საუკუნეში იწყება. 1870 წელს ქალაქში 439 ორცხენიანი და 117 ერთცხენიანი ეტლი ყოფილა. 1883 წელს ამოქმედდა “კონკა”-ცხენის რკინიგზა, რომელიც 1904 წელს ტრამვაიმ შეცვალა.
1966 წელს თბილისში მწყობრში ჩადგა მეტროპოლიტენი, რომელმაც მალე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებლებით ყველა სხვა სახის ტრანსპორტს მნიშვნელოვნად გაუსწრო. ბოლო წლებში ქალაქში მოძრაობს უამრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა, რომლებიც დიდადა აფერხებენ მაგისტრალურ ქუჩებში გადაადგილებას.
ამჟამად, თბილისის ქუჩების რაოდენობა 24 ათასს აჭარბებს. მათი საერთო სიგრძე 11 ათასი კილომეტრია.


















თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობis





ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო





აკადემიური თეატრი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფი კულტურის ერთგვარი სიმბოლოა. ის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის: 2001 წელს ამ თეატრის დაარსებიდან 150 წლისთავი შესრულდა. საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით. 1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, მეტად შორსმჭვრეტელმა დიპლომატმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. მათ შორის უმნიშვნელოვანესი გახლდათ საქართველოში ოპერის ჟანრის ბედით დაინტერესება. 1850 წლის 2 იანვარს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია "გაყრა". ამ პროცესების პარალელურად თბილისში მუდმივი საოპერო თეატრი შენდებოდა. ვორონცოვის თაოსნობით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის შენობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ანტონიო სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისათვის დასრულდა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია). მუსიკალური თვალსაზრისით ერთობ "ჭრელი" ქალაქური ფოლკლორის პირობებში, თბილისის ოპერის თეატრი ქვეყნის კულტურული ყოფის უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. 1851 წლის 12 აპრილს თეატრი გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით. 1874 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრი ხანძრისგან იმდენად განადგურდა, რომ, პრაქტიკულად, ვერც ერთი დეკორაციის, კოსტიუმის, რეკვიზიტის და მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის პროსპექტი) დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი (ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა). ე.წ. "სახაზინო თეატრი" 1896 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა მიხაილ გლინკას ოპერით "ივან სუსანინი".
მას შემდეგ ოპერის სცენაზე მრავალი სპექტაკლი ოპერა დაიდგა. დღეს თეატრს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს: გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს რეჟისორი დავით საყვარელიძე, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი – ნინო ანანიაშვილი.
2004 წელს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, სრულიად ახალი ძალებით დაკომპლექტდა გუნდის 40 და ორკესტრის 70 პროცენტი. ორკესტრში დაკავებულია 126 მუსიკოსი. თეატრში სამუშაოდ მოწვეულნი არიან ახალგაზრდა კონცერტმაისტერები, გაიზარდა მომღერალი-სოლისტების რიცხვი.
2004-2006 წლებში განხორციელდა რამდენიმე პრემიერა - ვერდის “აიდა”, “რეკვიემი”, დონიცეტის “დონ კასკუალე”, განახლებული სახით დაიდგა მოცარტის “დონ ჯოვანი”, მასკანის “სოფლის ღირსება”, ვერდის “დონ კარლოსი”, “ბალ-მასკარადი”, ბალეტები - სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი (“წამი გარდასახვამდე”, “Green”, “სიზმრები იაპონიაზე”), ლუდვიგ მინკუსის “დონ კიხოტი”, ფელიქს მენდელსონის “ზაფხულის ღამის სიზმარი”, ლეონარდ ბერნსტაინის “ლეა”, ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები, აგრეთვე, ჩაიკოვსკის “გედების ტბა”, ფერდინანდ ჰეროლდის “ამაო სიფრთხილე”, გაიმართა ლადო ათანელის საიუბილეო კონცერტი “10 წელი მსოფლიო სცენებზე”, ოთარ თაქთაქიშვილის, მაია თომაძის ხსოვნის საიუბილეო საღამოები, ახალი 2006 წელი თეატრის ორკესტრთან ერთად საზოგადოებას მიულოცეს ეთერ და ნატო ჭყონიებმა, მოცარტის “დონ ჯოვანს ერთ-ერთ წარმოდგენაში მთავარი როლები განასახიერეს იტალიელმა მომღერლებმა.
ნინო ანანიაშვილი აქტიურად თანამშრომლობს ინგლისის სამეფო თეატრთან (ჩოვენტ გარდენ).
დასის რეპერტუარში ეშტონის ორი ბალეტია - "ამაო სიფრთხილე" და "ორი მტრედი". სრულიად ახალი რედაქციით დაიდგა კლასიკური ბალეტები - "გედების ტბა", "ჟიზელი", “დონ კიხოტი". განხორციელდა "რომეო და ჯულიეტას" ლეონიდ ლავროვსკისეული ვერსია. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ცნობილი ქორეოგრაფები: მიხეილ ლავროვსკი, ფრენკ ანდერსენი, ალექსანდრე გრანტი, ბარტ კუკი, დენის ბონერი, მარგარეტ ბარბიერი, თრეი მაკინტაერი, ალექსეი ფადეეჩევი, ალექსეი რატმანსკი, იური პოსოხოვი, ბენ სტივენსონი; მასტერკლასებს სისტემატიურად ატარებენ ირინა კოლპაკოვა, მარია კალეგარი, ევა კლობორგი, ემილიო მარტინსი, ტატიანა რასტორგუევა, ანდრეი კუდელინი, დიმიტრი კორნეევი, იულია მალხასიანცი; საბალეტო სპექტაკლებისათვის დეკორაციებსა და კოსტიუმებს ქმნიან: ალექსანდრე ვასილიევი, ვიაჩესლავ ოკუნევი, დავით მონავარდისაშვილი, ნათია სირბილაძე; სპექტაკლებს თბილისში ხშირად დირიჟორობენ სერგეი სტადლერი, ალექსანდრე სოტნიკოვი, რობერტ კოული: დღეს დასთან მუშაობენ თეატრის წამყვანი სოლისტები, ამჟამად კი კი პედაგოგ-რეპეტიტორები: მარინა ალექსიძე, ირინე ჯანდიერი, სვეტლანა გოჩიაშვილი, ლილიანა მითაიშვილი, ნუკრი მაღალაშვილი, მაია ზურაშვილი; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან ხშირად გამოდიან ანდრეი უვაროვი, სერგეი ფილინი, იგორ ზელენსკი, ანხელ კორელა, მარია ალექსანდროვა, ნადეჟდა გრაჩოვა, გალინა სტეპანენკო, სებასტიან კლობორგი.


































ექსკურსია მთაწმინდაზე

ჩემი შთაბეჭდილება მთაწმინდის ექვსკურსიაზე
გამარჯობა, მე ვარ თიკო გუჩუა, 11 წლის. 2008 წლის 5 დეკემბერს 1-ლი საჯარო სკოლის მთაწმინდის” გუნდი ვიმყოფებოდით მთაწმინდაზე. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მასწავლებელი და მოსწავლეები გზას გავუდექით მთაწმინდისაკენ, სადაც, თურმე, 2008 წლის 5 დეკემბერს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს უბანი ძალზედ ძველი და ლამაზია, იმდენად ლამაზი, რომ მისი ზუსტად გადმოცემა და ასახვა ხელოვანებსაც კი არ შეუძლიათ. ანძას, ძველი სტილის სახლებს, აგრეთვე , იტალიურ ეზოებს, თბილისის უმშვენიერეს ხედებს, ტაძრებს,პარკებს (მათ შორის სულხან-საბა ორბელიანის პარკსაც),მთაწმინდის პანთეონს და სხვას გზაში ვუღებდით სურათებს, პარარელურად, ინტერვიუებს ვიღებდით იქ მცხოვრები ადამიანებისგან.
და, აი,
უკვე პანთეონამდეც მივედით. თვალისმომჭრელი სანახავია იქიდან თბილისი -აქაც გადავიღეთ სურათები. ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია ამ პანთეონის შესახებ, სადაც 43 ადამიანია დაკრძალული, აქედან 3 ადამიანი კი წმინდანად არის შერაცხული. იქ ყოფნისას ინტერვიუც გამოვართვით მთაწმიდის ტაძრის მამასახლისს, რომლისგანაც მთაწმიდის შესახებ ბევრი ახალი რამ გავიგეთ.ინტერვიუს შემდეგ ტაძარში შევედით, სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ მერე კი წმინდა წყალი დავლიეთ.
წამოსვლის წინ კვლავ თვალი გადავავლეთ მთაწმინდის პანთეონს და მის სილამაზეს, დავემშვიდობეთ იქ მყოფებს და სკოლისკენ წამოვედით.
ერთი სიტყვით, მე ძალიან მომეწონა ეს ექსკურსია გამოგიტყდებით და პირველად ვიყავი მთაწმინდაზე და ამიტომ ამ ექსკურსიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
ავტორი: თიკო გუჩუა მე–6 კლასი



ექსკურსია მთაწმინდაზე
ზურაბ მაღლაკელიძე მე–6 კლასი
მთაწმინდა გამოირჩევა უამრავი ღირშესანიშნაობით.
აქ მდებარეობს თბილისის I სკოლა, საქართველოს პარლამენტი და ა.შ. ჩვენი მოგზაურობა იწყება I სკოლიდან.
პირველად ჩვენ გადავაწყდით უძველეს ქართულ სახლს: შემდეგ გავაგრძელეთ გზა და თბილისის ანძას გადავუღეთ სურათი, ავუყევით მთაწმინდის უძველეს ქუჩებს და კვლავ ძველ სახლებს გადავაწყდით: გზაში მამადავითსაც მივუახლოვდით და ერთი ლამაზი სურათი გადავუღეთ: მამადავითის ეკლესიის ასასვლელთან ახალ გზას აგებენ, რომელსაც, ალბათ, მალე მორჩებიან: როდესაც ამ ადგილს გავცდით, შევამჩნიეთ კლდე... მამადავითის ეკლესიის გვერდით არის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, სადაც დასაფლავებულნი არიან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ზვიად გამსახურდია, ვანო ფალიაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ანა კალანდაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, მერაბ კოსტავა, დიმიტრი ყიფიანი და სხვანი.

ექსკურსია მთაწმინდაზე
,,ჩემი საცხოვრებელი ადგილის” მთაწმინდის გუნდის წევრი
ბავშვები წავედით ექსკურსიაზე მამადავითის ეკლესიაზე.
გზაში ჩვენ ვნახეთ ძველებური სახლები.რომლებიც დანგრევის
პირაა. მამა დავითის ეკლესიისაკენ მიმავალი გზა სულ აღმართია რაც ძალიან დამღლელია. გზაზე
როდესაც მივდიოდით ჩვენ ვნახეთ გამოჩენილი ქართველი ფოლკლორისტის ვახუშტი კოტეტიშვილს სახლი. ძალიან კარგად ჩანდა ანძა და რესტორანი, რომელიც, თითქმის, ოცი წელია, აღარ მუშაობს.
შეგვხვდა პარკი, რომელშიც ბევრი პატარა ბავშვი თამაშობდა, ცოტა ხანი დავისვენეთ, შემდეგ კი გზა განვაგრძეთ.როდესაც მამადავითის ეკლესიას მივუახლოვდით, ზოგ ადგილას ქვაფენილი დაფენილი იყო, ზოგან კი-არა, მაგრამ მუშები მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, რომ მამა დავითის ეკლესიაში უფრო ბევრ ხალხს ევლო. ეკლესიის ეზოში, ანუ პანთეონში ბევრი ცნობილი ადამიანი არის დაკრძალული: ანა კალანდაძე, ზვიად გამსახურდია, ილია ჭავჭავაძე რომელსაც ილია მართალი უწოდეს და ასე შემდეგ. სულ მთაწმინდაზე ორმოცდასამი ადამიანია დასაფლავებული. მამადავითის ეკლესია დიდი ხნისაა, ეკლესიაში არის ძალიან ძველი ხატები. ეკლესიის ეზოში ჩამოედინება წყარო, რომელიც სამკურნალოა და მამა დავითის წყაროს უწოდებენ.