ჩვენი მთაწმინდა მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ის მსოფლიოში სავიზიტო ბარათის ფუნქციასაც ასრულებს არა მარტო თბილისისთვის, არამედ
საქართველოსათვის.
მთაწმინდა, მამადავითის მთა, პლატო,თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება (შედის თბილისის ფარგლებში). სიმაღლე 770 მ. აგებულია ზედავოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავანის – ათონის მთის მიხედვით.

“...იქ (მთაწმინდაზე) ამოდის საქართველოს დიდების მზე და იგი ერთიანად ათბობს დიდსა და პატარას, ადგილობრივსა და უცხოელს”
ნიკო სუხიტაშვილი
გადმოცემით, მთის აღმოსავლეთ კალთაზე სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას - დავითს. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, მის ადგილას 1542 წელს ძმებმა ნიკოლოზ და დავით გაბაშვილებმა წმ. დავითის მონასტერი ააშენეს. ახლანდელი ეკლესია აგებულია 1871 წელს. აქვეა მცირე ზომის ფერისცვალების

მთაწმინდის მთის ძირში მოთავსებულია თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველის გამზირი, სადაც ჩვენი სკოლაა. თითქოს შეყუჟულები ვართ მთის ძირში და ის გვიცავს და გვმფარველობს;
მთაწმინდა
ჯერ კიდევ მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა საოცრად გამიმძაფრდა მთაწმინდაზე ასვლის, საქართველოს სახელოვან მამულიშვილთა, სამუდამო განსასვენებლისათვის თვალის შევლების სურვილი. მით უფრო, რომ პირველი საჯარო სკოლა, სადაც ვსწავლობ, იმ ადგილიდან ერთი ხელის მიწვდენაზეა. მთაწმინდა ჩვენი დედაქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს და თბილის-ქალაქს
საბედნიეროდ, ღვთის წყალობით, ეს სურვილი მალე
ამისრულდა: სკოლაში პროექტ „მთაწმინდისათვის“ მთაწმინდის პანთეონზე მოსმენილისა და წაკითხულის მიხედვით საკუთარი ნაშრომის წარდგენა შემოგვთავაზეს. ჰოდა ამის გაკეთებას რა ფასი ექნებოდა, თუ საკუთარი თვალით არ ვნახავდი იქაურობას, ხელს არ შევავლებდი, ბავშვურად არ მოვეფერებოდი ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავებს. და


ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მთაწმინდა მრავალგზის გამხდარა ქართველი (და არა მარტო ქართველი) პოეტების, მხატვრებისა და კომპოზიტორების შთაგონების წყარო - მათ მრავალი გამორჩეული მხატვარული, ნაწარმოები უძღვნეს წმინდა სავანეს.

თბილისის ფუნიკულიორი, სამთო-საბაგირო რკინიგზის (ქვედა და ზედა სადგურებით), კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. .
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა, ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა, ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლოატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა.
No comments:
Post a Comment